გიორგი ძოწენიძე: ,,ყველაფერს გავაკეთებ, რომ „მხოლოდ ქართულში“ გავიმარჯვო”

გიორგი ძოწენიძე: ,,ყველაფერს გავაკეთებ, რომ „მხოლოდ ქართულში“ გავიმარჯვო”გიორგი ძოწენიძისთვის „მხოლოდ ქართულში“ მისვლა დიდი რისკი იყო. შეიძლება ითქვას, რომ მან მთელი თავისი კარიერა სასწორზე დადო, რადგან თუ მუსიკალურ პროექტში თავს ვერ გამოიჩენდა, მაშინ ის, როგორც ჯგუფ „ურსას“ სოლისტი, თავის პოპულარობას დაკარგავდა. საბოლოოდ ამ რისკმა გაამართლა და ის მეგა პროექტის ფინალში აღმოჩნდა.

-ძალიან დიდი რისკი იყო ჩემგან ამ პროექტში ჩართვა და მიხარია, რომ გაამართლა. ასეთ დიდ რისკზე მხოლოდ სიმღერის სიყვარულის გამო წავედი.

„მხოლოდ ქართულმა“ უკვე დიდი რამ მომცა, დიდი სკოლა გამატარა. თითქმის ყველა ჟანრში ვიმღერე, რაშიც აქამდე არ მიმღერია. ეს გამოცდილება მომავალში აუცილებლად აისახება ჩემს სიღერაში. გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვო, ანუ ყველაფერს ვიზამ, რომ კარგად ვიმღერო, – უთხრა გიორგიმ სარკენიუსს.

ზაქარია ჭელიძის ფოტო