ბავშვებისთვის ნუ დაგეზარებათ ამ ჯემიანი ნამცხვრის გამოცხობა – მარტივი რეცეპტი

ბავშვებისთვის ნუ დაგეზარებათ ამ ჯემიანი ნამცხვრის გამოცხობა - მარტივი რეცეპტიბავშვებისთვის ნუ დაგეზარებათ ამ გემრიელი ჯემიანი ნამცხვრის გამოცხობა. მზადდება სწრაფად და არც ბევრი ინგრედიენტი სჭირდება.

გთავაზობთ გემრიელია.ჯი-ს რეცეპს:

ინგრედიენტები
კვერცხი – 3 ცალი
რძე – 200 მლ
ზეთი – 90 მლ
ფქვილი – 400 გ
შაქარი – 200 გ
გამაფხვიერებელი – 1,5-2 ჩ/კ
მარილი – 0,5 ჩ/კ
ნებისმიერი ხილის ჯემი – 1-1,5 ჭიქა.

მომზადება:
კვერცხს დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, დაუმატეთ ზეთი, შემდეგ კი რძე.
პატარ-პატარა ულუფებად დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი არაჟნის სისქის მასის მიღებამდე.
გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი. დაასხით ცომის ნახევარი, ზემოდან გაანაწილეთ ჯემი, შემდეგ კი დარჩენილი ცომის მასა.
მოათვსეთ ღვეზელი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, შემდეგ დაუკელით ტემპერატურას 160 გრადუსამდე და აცხვეთ 40-45 წუთი.

რჩევა გემრიელია.ჯი-სგან – ყველა ინგრედიენტი უმჯობესია, იყოს ოთახის ტემპერატურის.