ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა – ვაკის აუზზე შეუძლოდ გახდა და ექიმებმა ვერ უშველეს

ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა - ვაკის აუზზე შეუძლოდ გახდა და ექიმებმა ვერ უშველესრე­ჟი­სო­რი ზაზა ურუ­შა­ძე 53 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზაზა ურუ­შა­ძე ვა­კის სა­ცუ­რაო აუზ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, როდესაც შე­უძ­ლოდ გახ­და. ად­გილ­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფო- სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯფუფ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლო.

ზაზა ურუ­შა­ძე 1999-2000წწ. იყო სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა “ქარ­თუ­ლი ფილ­მის” სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე; 2002-2004წწ. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი.

ზაზა ურუ­შა­ძე დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რია ფილ­მე­ბის: „მათ­თვის, ვინც მა­მამ მი­ა­ტო­ვა” (1989), “აქ თენ­დე­ბა” (1998), “სამი სახ­ლი” (2008), “დარ­ჩი ჩემ­თან” (2011), “ბოლო გა­სე­ირ­ნე­ბა” (2012), “მან­და­რი­ნე­ბი” (2013); გა­და­ღე­ბუ­ლია ფილმში: “მე მო­ვე­დი” (1981).

“მან­და­რი­ნებ­მა” “ოს­კა­რი­სა” და “ოქ­როს გლო­ბუ­სის” ნო­მი­ნა­ცია მო­უ­ტა­ნა, რაც მის­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, ვერც წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ასე­თი რამ მის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დე­ბო­და… გარ­და ამი­სა, “მან­და­რი­ნებს” მსოფ­ლიო დის­ტრი­ბუ­ცია მოჰ­ყვა – ფილ­მი 100-ზე მეტ­მა ქვე­ყა­ნამ იყი­და.

ამბები