სიძე და ცოლის ძმა გაუჩინარდნენ – გიორგი ქველაძის და ირაკლი ბოჭოიძის ოჯახი ფოტოებს ავრცელებს და დახმარებას ითხოვს

სიძე და ცოლის ძმა გაუჩინარდნენ - გიორგი ქველაძის და ირაკლი ბოჭოიძის ოჯახი ფოტოებს ავრცელებს და დახმარებას ითხოვსჯან­და­რის ტბა­ზე და­კარ­გულ ორ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ოჯა­ხი და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი მე­ო­რე დღეა ეძებს. 26 და 21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის სიძე და ცო­ლისძმა არი­ან.

გი­ორ­გი ქვე­ლა­ძის და ირაკ­ლი ბო­ჭო­ი­ძის ოჯა­ხის წევ­რებს იმე­დი აქვთ, რომ ბი­ჭე­ბის ნავი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დი­ნე­ბამ წა­ი­ღო და ისი­ნი ცო­ცხლე­ბი არი­ან.

ოჯა­ხი და­კარ­გუ­ლე­ბის ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს და ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას, ასე­ვე თვითმხილ­ვე­ლებს თხოვ­ნით მი­მარ­თავს – თუ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია აქვთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თონ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს.

26 და 21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი,ჯან­და­რის ტბა­ზე 2 დე­კემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 13:00 სა­ათ­ზე და­ი­კარ­გნენ.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაშ­ვე­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით აწარ­მო­ე­ბენ ტბის ფსკე­რის წყალ­ქვე­შა მო­ნი­ტო­რინგს.

სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯან­და­რის ტბა­ზე მუ­შა­ო­ბენ წყალ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ტე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ამოწ­მე­ბენ ტე­რი­ტო­რი­ას. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მყვინ­თავ­თა ჯგუ­ფი. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია სა­მაშ­ვე­ლო დრო­ნი და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრენ­მა დღეს დი­ლი­დან, ხილ­ვა­დო­ბის აღ­დგე­ნის­თა­ნა­ვე გა­ნა­ახ­ლა მუ­შა­ო­ბა.

სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ებ­ში დი­ლი­დან ჩა­ერ­თო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე და­კარ­გუ­ლებს სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ეძებს, სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლია წყალ­ზე მაშ­ველ­თა ჯგუ­ფი და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა. სა­ნა­პი­რო ზოლს ამოწ­მე­ბენ მე­სა­ზღვრე­ე­ბი.

ამბები. ჯი, ავ­ტო­რი მა­რი­კა ვარ­დოშ­ვი­ლი

ჯანდარის ტბაზე გიორგი ქველაძის და ირაკლი ბოჭოიძის ცხედრები იპოვეს