სამარხვო ღვეზელების რეცეპტი კიევის ლავრის მონასტრიდან

სამარხვო ღვეზელების რეცეპტი კიევის ლავრის მონასტრიდანინგრედიენტები

საფუარი – 30 გ
შაქარი – 3 ს/კ
წყალი – 2 ჭიქა
ფქვილი – 6 ჭიქა
მცენარეული ზეთი – 3 ს/კ
კენკრა, გაყინული – 1 შეკვრა
მარილი

მომზადება

ურიეთ საფუარი და შაქარი, დაუმატეთ 1 ჭიქა თბილი წყალი და კარგად გახსენით.
დაუმატეთ 1,5 ჭიქა ფქვილი და აურიეთ.
დადგით ეს მასა თბილ ადგილას ერთი საათით.
შემდეგ ჩაასხით 1 ჭიქა თბილი წყალი, თან ურიეთ და თანდათანობით დაამატეთ 4 ჭიქა ფქვილი, შემდეგ დაამატეთ ზეთი.
ცომი უნდა გახდეს ერთგვაროვანი.
მოათავსეთ ეს ცომი ფქვილმოყრილ ჯამში, ზევიდანაც ფქვილი მოაყარეთ და დადგით თბილ ადგილას 30 წუთის განმავლობაში.

გულსართი:

გაალღვეთ კენკრა.
მოათავსეთ საწურზე.
დაუმატეთ შაქარი, ცოტა დარიჩინი და ვანილი გემოვნებით.

ღვეზელის გამოცხობა

გადმოიღეთ ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე, მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით 3-4 სმ-იან ნაჭრებად.
თითოეული ნაჭერი გააბრტყელეთ 5 მმ-ის სიმაღლის ოვალურ ფორმამდე, ჩადეთ გულსართი, ნაპირები კარგად შეუკარით, რომ გულსართი არ გადმოვიდეს და კიდევ 1 საათი გააჩერეთ თბილ ადგილას.

ვაცხობთ 180-200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!
შეგეწიოთ ტრაპეზის ანგელოზი!

კარიბჭე

დატოვეთ თქვენი კომენტარი