როგორ უვლიან თავს კორეაში და საფრანგეთში

როგორ უვლიან თავს კორეაში და საფრანგეთშიკორეაში ახალგაზრდობის კულტია. კორეელი ქალი 18-დან 60 წლამდე მაქსიმალურად ცდილობს, ახალგაზრდულად გამოიყურებდეს. 60 წლის პენსიაზე გადის და ჰობით, სპორტით, ახლობლებთან ურთიერთობით ერთობა, მაგრამ თავის მოვლას არ ივიწყებს.
ფრანგები არ ცდილობენ, ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. ისინი ცდილობენ, კარგად გამოიყურებოდნენ. 70 წლის ფრანგი ქალი არ დაიზარებს და სახეზე წაისვამს ლოსიონს, მკვებავს… ის ზრუნავს ჯანმრთელობაზე და თავს მოდუნების უფლებას არ მისცემს.

ცხოვრების სტილი

კორეა
,,ჯობია, შეინარჩუნო, ვიდრე იმკურნალო”. კორეაში სირცხვილია სიმსუქნე. ასე ანგრევთ ჯანმრთელობას და სხეულს – ფიქრობენ ისინი. თუ იტყვით, რომ არ ვარჯიშობთ, გიჟად ჩაგთვლიან. კორელი ქალი არასდროს იღებს ნამზეურს. სახლიდან გასვლამდე სპეციალურ ნიღაბს იკეთებს, მტვრისა და მზისგან რომ დაიცვას სახის კანი.

საფრანგეთი
ფრანგი ქალი არ ივარჯიშებს. შეიძლება იოგაზე დადიოდეს, დილაობით დარბოდეს, ცურავდეს, მაგრამ თავს ძალიან არ დაიტვირთავს. ის ყველაფერს სიამოვნებისთვის აკეთებს. მზის აბაზანები უყვართ. მიაჩნიათ, რომ ჭორფლი საყვარელია, ნაოჭები კი ასაკობრივ სიბრძნეზე მიუთითებს.

საკუთარ თავზე ზრუნვა

კორეა
ჯერ ირბენს, მერე იცურავებს, ისადილებს ვეგეტარიანულ რესტორანში. საღამოს კი – ოჯახთან ერთად.

საფრანგეთი

ფრანგი ქალი წავა სპა-ცენტრში, სილამაზის სალონში გაიკეთებს ვარცხნილობას. საღამოს კი რომელიმე რესტორანში ივახშმებს.

ბოტოქსი

კორეა
25-30 წლის ასაკში კორეელი ქალი პირველად იკეთებს ბოტოქსის ინიექციას. შემდეგ წელიწადში სამჯერ გაიკეთებს, რომ გადატკეცილი კანი ჰქონდეს.

საფრანგეთი
ფრანგი ქალები ბოტოქსს იკეთებენ 40 წლის შემდეგ და ისიც იშვიათად.

ანის მოვლის მთავარი პრინციპი

კორეა
რეგულარულად დადიან კოსმეტოლოგთან. ყოველდღიურად ისუფთავებენ კანს, იკეთებენ ნიღაბს, მასაჟს და სხვა სასარგებლო პროცედურებს.

საფრანგეთი
უამრავ კრემს ყიდულობენ: დამატენიანებელს, მკვებავს, ძვირფასი მეტალის ნაწილაკებით, სამკურნალო ექსტრაქტებით და ა.შ. კრემის წასმა ფრანგი ქალისთვის რიტუალია.

საუკეთესო კომპლიმენტი

კორეა
“ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურები!”

საფრანგეთი
“მშვენივრად გამოიყურები!”

რაზე ოცნებობენ, რომ მეცნიერებმა გამოიგონონ

კორეა
შეინარჩუნონ ისეთი კანი, როგორიც 18 წლის ასაკში ჰქონდათ.

საფრანგეთი

ისეთი მეთოდი გამოიგონონ, რომ არ ინერვიულონ მოახლოებული სიბერის გამო.
მარაო.ჯი