ყველაზე პატრიოტული შოუს ,,მხოლოდ ქართულის” იღბლიანი ათეული – ვინ არიან მონაწილეები

ყველაზე პატრიოტული შოუს ,,მხოლოდ ქართულის" იღბლიანი ათეული - ვინ არიან მონაწილეებიქართული ტელევიზიის ყველაზე პატრიოტული შოუ „მხოლოდ ქართულის” მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ეროვნულ მუსიკას.

ხანგრძლივი კამათის შემდეგ მუსიკალური კონკურს „მხოლოდ ქართულის“ ჟიურიმ „მთავარ არხზე“ შოუს ფინალისთვის საუკეთესო კონკურსანტები იღბლიანთა ათეულში მოხვდნენ –  ნინა შონია, ნიკა შუბითიძე, მარიამ მახათაძე,  ლუკა ჭოხონელიძე (მომღერალ ნატო გელაშვილის ვაჟი), ლიკა ლოლომაძე, თორნიკე აბრამიშვილი, გიორგი ძოწენიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, ლაშა ნანობაშვილი, ასევე თეატრისა და კინოს პოპულარული მსახიობი ანა ქურთუბაძე.

ორშაბათიდან პროექტს ყოველ კვირა ერთი მონაწილე დატოვებს. წავა ის, ვინც მაყურებელთა ყველაზე ნაკლებ ხმას მიიღებს. „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეებმა უკვე პირველი ერთობლივი კომპოზიციის ჩაწერა და კლიპის გადაღება მოასწრეს. გადაღებები ჩატარდა ქალაქის ძველ ნაწილში, თბილისის სავიზიტო ბარათის – რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის საათის კოშკის ფონზე. ოქროსფრთიანი ანგელოზი ვიდეოს სტრუქტურას ძალიან მოუხდა (ნახეთ კლიპი).

ისევე, როგორც გასულ სეზონებში, შემსრულებლებს შეაფასებენ ჟიურის წევრები – მომღერალი სოფო ნიჟარაძე, ხალხური სიმღერების შემსრულებელი გიორგი უშიკიშვილი, ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია. პროექტს წელს ისევ წაიყვანენ მსახიობი ილო ბეროშვილი და კომედიური ჟანრის მსახიობი ნიკა გრიგოლია.

ორშაბათიდან ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებები მოხდება და ახალი სახეები გამოჩნდება. ვინ და რა ამპლუაში შეაფასებს კონკურსანტებს, ამას 16 დეკემბერს, 22:00 საათზე შევიტყობთ.

ნახეთ მონაწილეები და ნომრები, რომლებითაც მათ გულშემატკივრობას შეძლებთ.

ყველაზე პატრიოტული შოუს ,,მხოლოდ ქართულის" იღბლიანი ათეული - ვინ არიან მონაწილეები ყველაზე პატრიოტული შოუს ,,მხოლოდ ქართულის" იღბლიანი ათეული - ვინ არიან მონაწილეები ყველაზე პატრიოტული შოუს ,,მხოლოდ ქართულის" იღბლიანი ათეული - ვინ არიან მონაწილეები ყველაზე პატრიოტული შოუს ,,მხოლოდ ქართულის" იღბლიანი ათეული - ვინ არიან მონაწილეები ყველაზე პატრიოტული შოუს ,,მხოლოდ ქართულის" იღბლიანი ათეული - ვინ არიან მონაწილეები ყველაზე პატრიოტული შოუს ,,მხოლოდ ქართულის" იღბლიანი ათეული - ვინ არიან მონაწილეები ყველაზე პატრიოტული შოუს ,,მხოლოდ ქართულის" იღბლიანი ათეული - ვინ არიან მონაწილეები ყველაზე პატრიოტული შოუს ,,მხოლოდ ქართულის" იღბლიანი ათეული - ვინ არიან მონაწილეები ყველაზე პატრიოტული შოუს ,,მხოლოდ ქართულის" იღბლიანი ათეული - ვინ არიან მონაწილეები ყველაზე პატრიოტული შოუს ,,მხოლოდ ქართულის" იღბლიანი ათეული - ვინ არიან მონაწილეები