ონლაინ კატალოგი – ყველა შენი ტექნიკა ერთ სივრცეში

ონლაინ კატალოგი - ყველა შენი ტექნიკა ერთ სივრცეში

ტექნიკის შეძენა ამაღელვებელი და სახალისო პროცესია, თუმცა დღევანდელ ცხოვრებაში, სადაც ტემპი აჩქარებულია, ბაზარზე უამრავი მაღაზია და შეთავაზება არსებობს, გადაწყვეტილების მიღება გართულდა, ამიტომ დიდი შანსია, სახლში შენაძენის მაგივრად, თავბრუსხვევით დავბრუნდეთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არჩევანს რომელიმე ნივთზე შევაჩერებთ, გვიჩნდება ეჭვი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, და ვინ იცის, რამდენიმე ქუჩის გადასწვრივ, სხვა მაღაზიაში უკეთესი ვარიანტი გველოდა. სწორედ ამიტომ,  სტრესის თავიდან ასაცილებლად, ელექტრონული კომერციის საიტის გამოყენება საუკეთესო გამოსავალია. ამის საუკეთესო მაგალითი ინოვაციური ონლაინ პლატფორმა – Onoff.ge-ა, მობილური ტელეფონების, აქსესუარების, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის ონლაინ კატალოგი, რომელიც ყველა იმ აუცილებელ კომპონენტს აერთიანებს, რაც მომხმარებლის კმაყოფილებისთვისაა საჭირო:

საიტის დახვეწილი UX

კომერციული საიტების სიმრავლის გამო, ერთ-ერთი აუცილებელი განმასხვავებელი ნიშანი, User Experience (UX) იგივე, მოხმარებლისთვის შეუფერხებელი და სასიამოვნო გამოცდილების შექმნაა.

●     მაღალი ხარისხის სურათები; ესთეტიური, მოწესრიგებული ინტერფეისი, სადაც მხოლოდ იმას ვხედავთ, რაც გვჭირდება და არაფერ ზედმეტს;

●     სწრაფი ნავიგაცია;

●     სანდო და უსაფრთხო გადახდა ნებისმიერი საბანკო ბარათით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

●     საიტს ასევე გააჩნია ბლოგი, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის ტექნიკის სიახლეებზე და საინტერესო რჩევებს გვაძლევს.

გამარტივებული არჩევანი

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ კატალოგი ამოუწურავ პროდუქციას გვთავაზობს, არჩევანის გაკეთება საკმაოდ მარტივია, რადგან შეგვიძია ფასის, მოდელის და სხვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარამეტრების მიხედვით გავფილტროთ, ამის შემდეგ კი, მარტივი სისტემის გამოყენებით, შევადაროთ მოდელები ერთმანეთს, მათ შორის კი ჩვენთვის სასურველზე შევაჩეროთ არჩევანი. ამ პროცესს რამდენიმე დეტალი ამარტივებს:

●      ერთ სივრცეში თავმოყრილი სხვადასხვა მაღაზიები და ვენდორები;

●     სასურველი პროდუქციის დამახსოვრების ფუნქცია, სამომავლოდ განსახილველად;

●     ტექნიკური პარამეტრების დეტალურად შესწავლის შესაძლებლობა;

●     დარწმუნება, რომ შენაძენს საუკეთესო ფასად ვაკეთებთ;

ასევე აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური კომფორტისთვის, კურიერი შეკვეთას საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ მისამართზე უფასოდ გვაწვდის. შესაბამისად, დრო, ფული და ენერგია დაზოგილია, მაშინ როდესაც,  ეჭვგარეშე შენაძენი უკვე გზაშია.