მარი გვარამია შეყვარებულს ელაპარაკებოდა, როცა მანქანა დაეჯახა – ”ყველას ვთხოვ, ჩემი ძმისშვილის გადარჩენისთვის ილოცონ”

მარი გვარამია შეყვარებულს ელაპარაკებოდა, როცა მანქანა დაეჯახა - ”ყველას ვთხოვ, ჩემი ძმისშვილის გადარჩენისთვის ილოცონ”32 წლის მარი გვარამია, რომელიც ამჯამად გერმანიაში იმყოფება, სიკვდილს ებრძვის. ახლობლები ახალგაზრდა ქალისთვის ლოცვას ითხოვენ.

მისი მამიდა, მაყვალა გვარამია, რომელიც თავადაც ემიგრანტია, მარის ამბავს ასე ყვება:

„მარი პროფესიით ექიმია, თერაპევტი და როსტოვის კლინიკაში მუშაობს. 9 დეკემბერს, მოსკოვში ავარიაში მოჰყვა – გზაზე გადადიოდა და მანქანა დაეჯახა. მოსკოვშივე გაუკეთდა მუცლის ღრუს ოპერაცია. 11 დეკემბერს გადავაფრინეთ გერმანიაში და ამჟამად იქ წევს, მეორე კეტეგორიის კომაში იმყოფება…

მარი წარმოშობით გალიდანაა. მამა 1990 წელს გარდაეცვალა, ძმა – 2010 წელს, დედა კი 3 თვის წინ…

ყველას ვთხოვ, ჩემი ძმისშვილის გადარჩენისთვის ილოცონ. გთხოვთ, ბატონ შოთო სიხარულიძეს მიაწვდინოთ ხმა, რომ ეს ამბავი გამოგვიქვეყნოს და რაც შეიძლება ბევრმა ემიგრანტმა ილოცოს მარის სიცოცხლისთვის.

მესამე წელია, რაც მარი ემიგრაციაში იმყოფება. შეყვარებული ჰყავდა და დაოჯახებას აპირებდნენ, მაგრამ მერე რაღაც აირია. სწორედ იმ ბიჭს ელაპარაკებოდა, როდესაც გზაზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა…

ახლა მხოლოდ ხალხის ლოცვა თუ იხსნის ჩვენს ობოლ გოგოს“.