,,დღეს ყველაზე დიდი ბრძოლა გაქვს სიკვდილთან! აბა, შენ იცი, ძმაო” – ცოტნე გამსახურდიასთვის უამრავი ადამიანი ლოცულობს

,,დღეს ყველაზე დიდი ბრძოლა გაქვს სიკვდილთან! აბა, შენ იცი, ძმაო" - ცოტნე გამსახურდიასთვის უამრავი ადამიანი ლოცულობსცოტნე გამსახურდიასთვის, რომელსაც ამ წუთებში მეორე ურთულესი ოპერაცია უტარდება, უამრავი ადამიანი ლოცულობს. წერენ, რომ უნდა იბრძოლოს, სიკვდილს არ უნდა დანებდეს.

,,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ჩემო ძმაო. ახლა ყველაზე მეტად გჭირდება ბრძოლა. არ დანებდე!
ბევრჯერ გაგიმარჯვია და დღეს ყველაზე დიდი ბრძოლა გაქვს სიკვდილთან! აბა, შენ იცი! გაიმარჯვებ აუცილებლად! ვილოცებთ შენთვის”, – წერს ნიკა მემანიშვილი.

,,საავადმყოფოდან საშინლად დამძიმებული დავბრუნდი. უფალს და ჩვენს დიდ წინაპართა სულებს შევთხოვოთ ცოტნეს გადარჩენა”, – დაწერა შალვა ნათელაშვილმა.

,,უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ღმერთო და მაცხოვარო ჩვენო, იხსენი, გადაარჩინე და აცოცხლე ცოტნე გამსახურდია ძე ზვიადისა! დიდება, შენდა უფალო, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!” – წერს ირაკლი წერეთელი.