კოკო გამსახურდია: ,,ილოცეთ ჩვენთვის” – ამ წუთებში ცოტნეს მეორე უმძიმესი ოპერაცია უტარდება

კოკო გამსახურდია: ,,ილოცეთ ჩვენთვის" - ამ წუთებში ცოტნეს მეორე უმძიმესი ოპერაცია უტარდებაამ წუთებში ცოტნე გამსახურდიას მეორე ურთულესი ოპერაცია უტარდება, ამჯერად თავზე. მისი უფროსი ძმა, კოკო გამსახურდია საზოგადოებას სთხოვს, რომ მათთვის ილოცონ.

„გულ-მკერდის ოპერაცია დასრულებულია. ორი ჭრილობა გულ-მკერდის ღრუში ფილტვის დაზიანებით და ჰემოპნეუმოტორაქსით. ეს იმას ნიშნავს, რომ პლევრის ღრუში იყო სისხლიც და ჰაერიც- დაახლოებით ნახევარი ლიტრი სისხლით. მადლობა ქირურგს, პროფესორ გიორგი გვახარიას.

ახლა დაიწყო მეორე გადაუდებელი ოპერაცია თავზე, სადაც არის 4 დაზიანება. ქალა სარქველის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი ინტრაკრანიალური​ ჰემატომებით. საჭირო იქნება ორმხრიცი ტრეპანაცია. ნეიროქირურგიულ ოპერაციას შეასრულებს ცნობილი ნეიროქირურგი არჩილ ჯვარშეიშვილი. ილოცეთ ჩვენთვის”, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.