ბათუმი ავარიაში დაღუპულ ხუთ მოზარდს გლოვობს – ,,ბიძის მანქანით მისულა და ჩაქვის თავში წასულან”

ბათუმი ავარიაში დაღუპულ ხუთ მოზარდს გლოვობს - ,,ბიძის მანქანით მისულა და ჩაქვის თავში წასულან"მტი­რა­ლას პარკთან მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 5 მოზარდის, 17 წლის ბიჭების სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. დაიღუპნენ ჩაქ­ვის სა­სუ­ლი­ე­რო გიმ­ნა­ზი­ის მოს­წავ­ლე გი­ორ­გი არ­ძე­ნა­ძე, ჩაქ­ვის N1 სა­ჯა­რო სკო­ლის მე­თერ­თმე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი – საბა დი­ა­სა­მი­ძე, ნიკა ბეჟა­ნი­ძე, გიგა ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი და ამა­ვე სკო­ლის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე ლუკა ზა­ქა­რა­ძე.

,,ერთ-ერთი მოს­წავ­ლეს მე­გო­ბარმა ბი­ძის მან­ქა­ნით მო­აკითხა. შემ­დგომ ჩაქ­ვის თავ­ში წა­სუ­ლან და ხრამ­ში მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რის გამო, და­ახ­ლო­ე­ბით 10 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­დნი­ლან. მან­ქა­ნა ამობ­რუ­ნე­ბუ­ლი და­ვარ­დნი­ლა და ყვე­ლა ად­გილ­ზე­ვე და­ღუ­პუ­ლა” – გა­ნა­ცხა­და ჩაქვის სკოლის დირექტორმა ტა­რი­ელ ქა­თა­მა­ძემ.

ბათუმში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა.

ამბები ჯი