პიანისტი თათია შარანგია ემოციურ წერილს აქვეყნებს თავისი ბავშვობის მეგობარზე, ანა მამულაშვილზე, რომელიც 1 დეკემბერს მელანომათი გარდაიცვალა. ის 5 წელი ებრძოდა ამ სენს.
„არ შემიძლია ანიზე ბევრი ლაპარაკი… ვერც მივცემ თავს ამის უფლებას, რადგან დიდხანს, დიდხანს ვერ ვნახე… რადგან გადიოდა დრო და ვფიქრობდი, როცა კი მომინდებოდა, ვნახავდი… თურმე ვცდებოდი…
მე და ანი ერთ ეზოში გავიზარდეთ… მე და მარი… ანი და ვიკა… ასე დავდიოდით და ვთამაშობდით თოჯინებით… სულ გვიყვარდა ერთმანეთი. გვჯეროდა ერთმანეთის და ყველაზე ფასეული – ბავშვობის უდარდელი წლები გვაერთიანებდა.
ანი… წახვედი და თან წაიღე ჩვენი ბავშვობის წლები… შენს გაფრენასთან ერთად თითქოს გაფრინდა ჩვენი ბავშვობაც.
მაგრამ ზუსტად ვიცი, სადაც ხარ, იქაც ანათენ. იქაც იცინი. იქაც ამხნევებ, იქაც გწამს. მიყვარხარ, ანი და ვიტოვებთ შენს შვილებს მარადიულობის ნიშნად. მიას, რომელიც ასლია შენი… ღმერთმა ათასწლეული სიცოცხლე არგუნოს მათ… მინდა, ყველას მოუყვნენ, თუ რა სიცოცხლის მოყვარული დედიკოს ნალოლიავები შვილები არიან. ნათელში იყოს შენი ხალასი სული. ანი…. მუდამ ჩვენს გულებში, მუდამ ჩვენს მოგონებებში… მაპატიე, თუკი რამ გაწყენინე ნებსით თუ უნებლიეთ”, – წერს თათია შარანგია.
ფოტოებზე – ანა მამულაშვილი შვილებთან ერთად და თათია შარანგია