ჟურნალისტი ანა მამულაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი ანა მამულაშვილი გარდაიცვალაჟურნალისტი ანა მამულაშვილი 32 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მას 5 წლის წინ მელანომას დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. მკურნალობა ეფექტური აღმოჩნდა. თურქეთში ჩაუტარდა ლიმფური კვანძების ბიოფსია და სიმსივნის მეტასტაზები არ აღმოაჩნდა. ჩაიტარა იმუნოთერაპია.  იმყოფებოდა ინკოლოგის მუდმივი დაკვირვების ქვეშ და 3 თვეში ერთხელ უტარდებოდა საკონტროლო კვლევები. კვლევებმა აჩვენა, რომ ანა ჯანმრთელი იყო. მან ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლა მოიგო.

2015 წელს ანამ გაიგო, რომ შვილი, ანდრე უნდა გაჩენილიყო. მიუხედავად, იმისა, რომ გარკვეული რისკი არსებობდა, უარი არ თქვა შვილზე და გააჩინა.

ამის შემდეგ ისევ თავიდან დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის.  თურქეთში ჩატარებული კვლევებით დაუდგინდა ავთვისებიანი მელანომას რეციდივი, მრავლობოთი მეტასტაზებით ფილტვებზე, ღვიძლზე, საშვილოსნოსა და კაუდალურ წილში. ექიმებმა ანას გამოჯანრთელების იმედი მისცეს. დაენიშნა Target თერაპია (ტაბლეტური მკურნალობა) ხანგრძლივი ვადით, მაგრამ…

ანას მეუღლე და 2 შვილი დარჩა – 13 წლის მია და 3 წლის ანდრე.

ანა მამულაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიის თანამშრომელი იყო. მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“ საინფორმაციო გამოშვების „ქრონიკის“ ჟურნალისტად. ასევე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ის გასართობი გადაცემების კოორდინატორად. ტელეკომპანია ,,ჯიდიესში”  მუსიკალური შოუს „ერთი-ერთში“ და დილის გადაცემის წამყვანი იყო.