ამ პატარა ბიჭუნამ თავისი დაიკო გადაარჩინა – ,,3 წელი ველოდებოდი, რომ ეს სიტყვები დამეწერა”

ამ პატარა ბიჭუნამ თავისი დაიკო გადაარჩინა - ,,3 წელი ველოდებოდი, რომ ეს სიტყვები დამეწერა"ახალგაზრდა დედა ნატალია ხატიაშვილი ,,დედების ჯგუფში” სასიხარულო ამბავს წერს, რომ მისი გოგონა გამოჯანმრთელდა თავისი ძამიკოს დახმარებით. ტასუნას ზუკას ღეროვანი უჯრდები გადაუნერგეს. ახლა ტასუნას  ძალიან ცოტა რამ სჭირდება იმისთვის, რომ ურთულესი ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს,

,,ეს სხივები გადაგვალახინეთ,.გთხოვთ. სამი წელიწადი ველოდები ამ დღეს, რომ დამეწერა ეს სიტყვები. მე ეს შევძელი. თქვენ ეს შეძელით და, პირველ რიგში, ზუკამ ეს შეძლო.

ტასუნა გამოჯანმრთელდა. მორჩა, დასრულდა ტანჯვა-წამება, საავადმყოფოები, ექიმები, წამლები. იმდენი ვიბრძოლე, სანამ საბოლოოდ არ დამარცხდა ეს ავადმყოფობა. გმირი ზუკა, რომელმაც საკუთარი დაიკო გადაარჩინა. იყო ბევრი ცრემლი, თხოვნა. გავყიდეთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა.

სამი წლის მანძილზე დაშორებული ვიყავი ჩემს შვილებთან. როცა ექიმმა მითხრა, ერთადერთი გამოსავალი არის ძმის ღეროვანი უჯრედი ჭიპლარის, მაგრამ სარისკოაო, მეოთხე საკეისროს დაუფიქრებლად დავთანხმდი. ძალიან ცუდი პერიოდი იყო, ნერვიულობა, ურთულესი ორსულობა და დიდი პასუხისმგებლობა მეკისრა ტასოს და პატარა ბაიას წინაშე. ტასოსი, იმიტომ, რომ ის ჩემს იმედად იყო და მეორე – სიცოცხლე მყავდა ამავდროულად მუცელში.

ნაადრევად დაიბადა ზუკა. ნაკეისრალი ნაკერები გამისკდა, გადაიყვანეს ფილტვის პრობლემით ინკუბატორში.მერე იყო გადანერგვა და საბოლოო შედეგი 3 დეკემბერი – ძალიან მაგარი და მნიშვნელოვანი დღე ჩვენს ცხოვრებაში. ტასუნა ივლის სკოლაში, ითამაშებს თანატოლებთან და ასევე დიდი სიხარულით ელოდება ახალ წელს. გამოჯართელებული შეხვდება თოვლის ბაბუას.

პროფილაქტიკის გამო 10 სხივი დაგვინიშნა მიყოლებით. მოგვიხსნეს წამლები. ვიცი, ბოლომდე დაგვიდგებით გვერდით. 1000 ლარია 10 სხივი, რომ მოძლიერდეს ორგანიზმი. მადლობა თითოეული თეთრისთვის,  გულშემატკივრობისთვის.მიყვარხართ, უცნობო და ნაცნობო ადამიანებო.

ანასტასიას დასახმარებლად. 0901701299. მაგთი და ბილაინი bankı-TBC—-GE57TB7585945061100050 მიმღები მანანა ჯაფარიძე ბებია. GE66TB7541445064300009 დედა ნატალია ხატიაშვილი. საქართველოს ბანკი GE73BG0000000326446400 მიმღები დავით ჭითავა.ემიგრანტებისთვის სპეციალირი საიტი