სოფო კილაძეზე ქმარმა იძალადა – ,,დეპუტატი ქმარს უჟეჟია” – რას წერს ნინო ჯღარკავა

სოფო კილაძეზე ქმარმა იძალადა - ,,დეპუტატი ქმარს უჟეჟია" - რას წერს ნინო ჯღარკავაპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თავად კილაძემ ,,კურიერს“ დაუდასტურა. როგორც პარლამენტის წევრი აცხადებს,  ყოფილმა მეუღლემ მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა,  ამიტომაც მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

კილაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც გახდა, არ ადასტურებს.

-ვადასტურებ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. მე ვარ რეალურად მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის  უფლებადამცველი და  პარლამენტის წევრი,  შეიძლება  აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში.

ფიზიკურად ძალადობას არ ვადასტურებ. თუ  შემაკავაბელი  ორდერი წაკითხული აქვს, ვინც ფიზიკურ ძალადობაზე ინფორმაციას ავრცელებს, ნახავდა, რომ იქ მხოლოდ ფსიქოლოგიურ  ძალადობაზეა საუბარი. მე ვუფრთხილდები  ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების მდგომარეობას, ჯანმრთელობას, ასევე ჩემს არასრულწლოვან შვილსა და მის საუკეთესო ინტერესს,  – აცხადებს კილაძე.

გუშინ ,,ოცნების” მხარდამჭერმა, ნინო ჯღარკავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დეპუტატი ქმარმა სცემა.

,,ერთი დეპუტატი ქმარს უჟეჟია, იმასაც პოლიციაში უჩივლია, ჰოდა, შემაკავებელი გამოუწერეს ქმარს, თქვენ თქვენი უფლებები ვერ დაგიცვიათ და სხვისას დაიცავთ? იმიტომ, რომ 2020-ში თქვენი ,,დუხი“ არ უნდა იყოს პარლამენტში, გვარს შეგნებულად არ ვწერ. ჩვენც მოგვდის ინფოები. პ.ს. არადა კია ეგ დღეში 2- ჯერ საბეთქი“ – დაწერა ჯღარკავამ.

2020