,,საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო” – გატაცებული ექიმის პასუხი ოკუპანტებს

,,საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო" - გატაცებული ექიმის პასუხი ოკუპანტებსუკვე რამდენიმე დღეა, ცნობილი ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია. 15 ნოემბერს მას დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს გაიტაცეს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო. მან მეუღლეს დაურეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ აკავებდნენ.
ცნობილი ექიმის დაკავების დეტალებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს.
,,როცა ვაჟა გაფრინდაშვილი (ექიმი) ოკუპანტებმა დააკავეს და ჰკითხეს, სახელმწიფო საზღვარი რატომ დაარღვიეო, მან უპასუხა: რა საზღვარი? რის სახელმწიფო? სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო! მაგათი კანონით, თუ პირი შეგნებულად არღვევს ე.წ. საზღვარს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება.
ჰო, თარჯმანი მოითხოვა კიდევ, ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია, რუსულად არ დაგელაპარაკებითო! აი,  ასეთ მოქალაქეებზე დგას ქვეყანა”,- წერს ლაშა ბერულავა
ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი