ქალი მე-9 სართულიდან შვილებთან ერთად გადახტა

ქალი მე-9 სართულიდან შვილებთან ერთად გადახტამოსკოვში 36 წლის ქალი მე-9 სართულის ფანჯრიდან ორ შვილთან ერთად გადახტა. მასთან ერთად დაიღუპა 9 თვის ბავშვი. 4 წლის შვილი კი მძიმედ არის. შოკურ მდგომარეობაშია ქალის ქმარიც, რომელმაც ცოლ-შვილი შემთხვევის ადგილზე ნახა.

სიკვდილის წინ ქალმა წერილი დატოვა, სადაც წერს, რომ არავინ დაადანაშაულონ და მისი ქმარი, ვიტალიკი ციხეში არ ჩასვან. მეუღლეს ის პატიებას სთხოვს.

რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ქალმა სასწრაფო დახმარება 4-ჯერ გამოიძახა. ექიმებს ეუნებოდა, რომ ბავშვი ცუდად ჰყავდა, ბუნებრივი კვება არ ჰყოფნიდა. მასთან ბრიგადა არ გაგზავნეს და პედიატრის გამოძახება ურჩიეს. ქალი რეკვას აგრძელებდა. ბოლოს მან სიკვდილამდე ერთი წუთით ადრე დარეკა.

რუსული გამოცემა წერს, რომ ქალმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ ორსულობის შემდგომი დეპრესიის გამო ჩაიდინა. დაღუპულის ქმარმა თქვა, რომ ბოლო დროს მისი ცოლი ხშირად ლაპარაკობდა სიკვდილზე და ამ თემაზე ლექსებსაც წერდა.