,,მარინა ბერიძე ,,მხოლოდ ქართულის” ჟიურიში აღარ იქნება”- გიორგი უშიკიშვილი

,,მარინა ბერიძე ,,მხოლოდ ქართულის” ჟიურიში აღარ იქნება”- გიორგი უშიკიშვილიტელეკომპანია ,,მთავარ არხზე” მალე პროექტი ,,მხოლოდ ქართული” დაიწყება. შოუში ბევრი ცვლილებაა, რომელთა შესახებაც პროექტის ჟიურის წევრი, მუსიკოსი გიორგი უშიკიშვილი ,,სარკეს” ესაუბრა.

გიორგი უშიკიშვილი:

-ალიან მალე გავალთ „მთავარ არხზე“ ქვეყნის მთავარი მეგა შოუთი.

-როგორც ვიცი, ბევრი ცვლილებაა პროექტში. მოგვიყევით ამის შესახებ.

-დიახ, ძალიან საინტერესო ცვლილებები გვაქვს. „მხოლოდ ქართული“  პირველი მეგა შოუ იქნება საქართველოს მუსიკალური შოუების ისტორიაში, რომელიც დედაქალაქში არ ჩატარდება. ყველა ლაივი და კონცერტი იქნება კახეთში, კაჭრეთში. კონკურსანტები იცხოვრებენ სასტუმრო ,,ამბასადორში”. იქვე მოემზადებიან და ლაივებიც, კონცერტებიც იქნება სასტუმრო ,,ამბასადორიდან”.

კიდევ რაც ძალიან საინტერესოა, ის არის, რომ პარასკევს, შაბათს და კვირას საღამოს ეთერში დაემატება ე.წ. დღიურები, სადაც მაყურებელს შეეძლება, ნახოს, ჩვენი კონკურსანტები რას აკეთებენ, როგორ მუშაობენ, როგორ ერთობიან, როგორ ისვენებენ, როგორ მეცადინეობენ.

რაც შეეხება ჟიურის წევრებს, შემადგენლობაშიც არის ცვლილბები.          

-ჟიურიში ვიქნებით მე, გიორგი გაბუნია, სოფო ნიჟარაძე, ლელა წურწუმია. მარინა ბერიძე ჟიურიში აღარ იქნება, რადგან პროდიუსინგში გადადის, ფაქტობრივად მისი გასაკეთებელი იქნება ‘,,მხოლოდ ქართულის“ მუსიკალური ტურები.

– მარინა ბერიძეს ჩაანაცვლებს ვინმე ჟიურიში?

– ჯერჯობით ვერ გეტყვით, მალე იწყება „მხოლოდ ქართული” და ყველაფერს გაიგებთ.

სარკე, ავთო ჩიტიძე