კამა ყოველდღე გამოიყენეთ

კამა ყოველდღე გამოიყენეთკამა ძალიან სასარგებლო მწვანილია და გირჩევთ, ყოველდღიურ რაციონში გამოიყენოთ. 10 გრამი კამა შეიცავს ორგანიზმისათვის საჭირო A და C ვიტამინების დღიური ნორმის 10 %-ზე მეტს. მასში უხვადაა ასევე ფოლიუმის მჟავა, სხვადასხვა ვიტამინები და მიკროელემენტები. ასევე – ანტიოქსიდანტებს, უპირველესად მონოტერპენებს (ლიმონენი და კარვონი). ისინი ბლოკავენ ბევრი კანცეროგენის მოქმედებას, მათ შორის ბენზოპირენის, რომელსაც შეიცავს სიგარეტების კვამლი.

კამაში უხვადაა კემპფეროლი და ვიცეტინი. ეს  ანტიოქსიდანტები აფერხებენ ათეროსკლეროზული პროცესების
განვითარებას, გვიცავენ სიბერისა და სიმსივნური დაავადებისაგან.