გიორგი გილიგაშვილს სახლი დაეწვა, უმცროს და-ძმასთან ერთად ცეცხლს ძლივს გამოასწრო

გიორგი გილიგაშვილს სახლი დაეწვა, უმცროს და-ძმასთან ერთად ცეცხლს ძლივს გამოასწრომომღერალ გიორგი გილიგაშვილს სახლი დაეწვა. ხანძრის გაჩენის დროს ის სახლში თავის უმცროს და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა.

„ძლივს გამოვასწარით ცეცხლს. დიდება უფალს, ყველა გადავრჩით“ – ამბობს მომღერალი პრაიმტაიმთან.

მისივე თქმით, მას მერიისთვის კომპანესაციაზე არ მიუმართავს.

„დიდება უფალს. ეს ჩვენი განსაცდელი იყო და სიხარულით და უდრტვინველად უნდა დავითმინოთ“, – განაცხადა მომღერალმა „პრაიმტაიმთან“ და იმედოვნებს, რომ სახლს ისედაც ააშენებს, მთავარია მისი ოჯახის წევრები უვნებელნი გადარჩნენ.

ხანძრის სავარაუდო მიზეზად მომღერალი დენის გაყვანილობაში მოკლე ჩართვას ვარაუდობს და იხსენებს, რომ ცეცხლი სახლს ელვის სისწრაფით მოედო.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ეს დღეები ის და მისი ოჯახის წევრები მეგობრებთან ცხოვრობენ.

გიორგი გილიგაშვილი ოჯახთან ერთად საბურთალოზე კერძო სახლში ცხოვრობდა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

რაიმტაიმი 

გიორგი გილიგაშვილი პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” მონაწილეობდა. მისი მეწყვილე სალომე ჭაჭუა იყო. იხილეთ ვიდეო.

გიორგი გილიგაშვილის და სალომე ჭაჭუას ,,ველური” ვალსი – ვიდეო