,,ჩაქინძული” – მარტივად მოსამზადებელი კერძის რეცეპტი

,,ჩაქინძული" - მარტივად მოსამზადებელი კერძის რეცეპტიინგრედიენტები:

ქათამი — საშუალო ზომის

უცხო სუნელი

მარილი

კარაქი 1 ს/კ

ქინძი — 200 გ

ნიორი — 4-6 კბილი

მარილი — ½ ჩ/კ

ძმარი — 1 ს/კ

წყალი — 500 გ

მომზადება:

გასუფთავებულ ქათამს მოაყარეთ მარილი და უცხო სუნელი, წაუსვით კარაქი და შეწვით ჰაერღუმელში 190 გრადუსზე. შეწვის დრო ქათმის წონაზეა დამოკიდებული.

დანაყეთ ქინძი, ნიორი და მარილი ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა, ჩაასხით ძმარი და წყალი.

შემწვარი ქათამი დაჭერით ნაჭრებად და მოათავსეთ ტაფაზე ან კეცზე. მოასხით ღუმელში შეწვის დროს მონარჩენი ცხიმი, შემდეგ – შეზავებული ქინძის წვენი. წამოადუღეთ 1 წუთის განმავლობაში და გადმოდგით ცეცხლიდან.