ბითლზი, ქვინი, ბლუ –  ბრიტანული პოპმუსიკა და მისი მიღწევები – ვიდეო

ბითლზი, ქვინი, ბლუ -  ბრიტანული პოპმუსიკა და მისი მიღწევები - ვიდეოდიდ ბრიტანეთს საამაყო ისტორია აქვს. კუნძულელები ბევრ სფეროში არიან ძლიერები და წარმატებულები, რაც მთავარია, მუსიკალური ისტორია აქვთ.

ჯგუფები

ბრიტანელი მუსიკოსების წარმატების მთავარი მიზეზი არის მათი ნიჭი. განსაკუთრებით გამორჩეულია ბითლზის წარმატება, რომელმაც 60-იან წლებში მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი.

ახალგაზრდა ლივერპულელმა ბიჭებმა დაიპყრეს მუსიკალური სამყარო. ჯგუფის წევრები იყვნენ რინგო სტარი, პოლ მაკარტნი, ჯონ ლენონი და ჯორჯ ჰარისონი.1970 წელს ლეგენდარული ჯგუფი დაიშალა. 1980 წელს ჯონ ლენონი მოკლეს, ხოლო 2001 წელს ჰარისონი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.

როდესაც ვსაუბრობთ ბრიტანულ მუსიკაზე, არ აქვს მნიშვნელობა, პოპს ეხება ეს თუ სხვა მუსიკალურ მიმდინარეობას, ქვინის გამოტოვება დანაშაულია.

ქვინი დაარსდა ლონდონში, ჯგუფის ვოკალისტი იყო ფრედი მერკური.ფრედის ხმამ დაიმორჩილა ყველა მსმენელი, ქვინის კონცერტებზე ანშლაგები იყო. სამწუხაროდ, მერკურის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამის გამო 90-იანებში კიდევ ერთი ლეგენდარული ჯგუფი დაიშალა.

თანამედროვე ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ჯგუფად ითვლება ჯგუფი ბლუ. ამ ბოიბენდის წევრები არიან  ლი რაიანი, დანკან ჯეიმსი, ენტონი კოსტა და საიმონ ვები.

2001 წელს ბლუმ გამოუშვა თავისი პირველი სიმღერა all rise. ამ ჰიტმა დიდი პოპულარობა მოუტანა ამ ბენდს. სხვა სიმღერებიც იმსახურებენ პატივისცემას – one love, fly by, you make me wanna.

ყველაზე პოპულარული სინგლი 2002 წელს გამოვიდა, მისი სახელია sorry seems to be the hardest word.

2001-2004 იყო ბლუს ოქროს ხანა, ამის შემდეგ ბრიტანული ჯგუფი გამოჩნდა ევროვიზიაზე 2011 წელს, სიმღერით I can.

ჯამში ბლუმ გაყიდა 7-მილიონზე მეტი ალბომი მთელს მსოფლიოში.

მომღერლები

არსებობენ ბრიტანელი მომღერლები, რომლებიც თავიანთი სოლო კარიერით გახდნენ ცნობილები. ამის ნათელი მაგალითია ელტონ ჯონი. მისი სიმღერები პოპულარული იყო 70 და 80-იან წლებში, რის გამოც ელტონმა მიიღო სერ-ის წოდება.

სერ ელტონ ჯონის ყველაზე პოპულარული სიმღერა არის sacrifice, რომელსაც იუთუბზე 234 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ასევე ცნობილია ბლუსთან ერთად ჩაწერილი სიმღერა sorry seems to be the hardest word.

ამ მომღერალმა ისეთი წარმატებული კარიერა ვერ გააკეთა, როგორც ელტონ ჯონმა, მაგრამ კრეიგ დევიდმა თავისი კვალი მაინც დატოვა ბრიტანულ პოპმუსიკაში.

კრეიგის სიმღერებიდან გამოსარჩევია ორი სინგლი – walking away და  7 days. ასევე სტინგთან ჩაწერილი ჰიტი rise and fall.

თანამედროვე ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი მომღერალი,რა თქმა უნდა, ედ შერანია. მის ზოგიერთ სიმღერას 2-მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

გადაცემები

ინგლისში მუსიკას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ.

ამის ნათელი მაგალითია,გადაცემა top of the pops (1964-2006), აქ გამოდიოდნენ ბრიტანელი მომღერლები და ასრულებდნენ თავიანთ ჰიტებს.

ეს გადაცემა ყოველ პარასკევობით გამოდიოდა და იყო ძალიან პოპულარული კუნძულზე.

კოტიკო გოგინაშვილი   

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი