თაკო ნაცვლიშვილი ჯულია რობერტსთან ერთად რეკლამაში გამოჩნდა – ვიდეო

თაკო ნაცვლიშვილი ჯულია რობერტსთან ერთად რეკლამაში გამოჩნდა - ვიდეოთაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დის „კალ­ცე­დო­ნი­ას“ რეკ­ლა­მა­ში ჯუ­ლია რო­ბერტსთან ერ­თად გა­მოჩ­ნდა.

ვი­დე­ორ­გო­ლი ქა­ლის თეთ­რე­უ­ლის ბრენ­დის „ინ­სტაგ­რამ­ზე“ უკვე გა­მოჩ­ნდა.

ჯუ­ლი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე თაკო ნაც­ვლიშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ The Movement TV-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

“მი­რე­კა­ვენ, რომ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ხარ “კალ­ცე­დო­ნი­ის” რეკ­ლა­მა­ზე ჯუ­ლია რო­ბერტსთან ერ­თად, გა­და­ღე­ბა – ვე­რო­ნა­ში. არ მჯე­რო­და, ლე­გენ­დაა ჩემ­თვის ეს ადა­მი­ა­ნი. გა­და­ღე­ბა­ზე შე­მო­ვი­და დაც­ვით. ყველ­გან დაც­ვით და­დი­ო­და, სა­პირ­ფა­რე­შო­შიც დაც­ვა აცი­ლებ­და.

სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში კონ­სულ­ტან­ტის როლი მაქვს და გა­აც­ნეს ჩემი თავი, ეს არის შენი კონ­სულ­ტან­ტიო. მო­ვი­და, ხელი ჩა­მო­მარ­თვა. გა­მომ­კი­თხა სა­ი­დან ვარ, რას ვსაქ­მი­ა­ნობ. სხვა­თა შო­რის, იცო­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, რაც ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და“ – ამ­ბობს მო­დე­ლი.

თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი ახლა მო­დის მე­ნე­ჯმენტს სწავ­ლობს მი­ლან­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად კი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ ბრენ­დებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს.

“მინ­და, რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე და­ი­ბეჭ­დოს ჩემი ფოტო, რო­გო­რიც არის Vogue, Harper’s Bazaar… მივ­დი­ვარ მაგ მიზ­ნის­კენ ნელ-ნელა და იმე­დია, დად­გე­ბა ეს დღეც, რომ ქუ­ჩა­ში გა­ვივ­ლი და და­ვი­ნა­ხავ „ვო­გის“ ყდა­ზე ჩემს თავს” – ამ­ბობს The Movement TV-სთან ნაც­ვლიშ­ვი­ლი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი