რეკორდი – იაგო დარსალიამ 34 კილოიანი სულგუნი დაამზადა

რეკორდი - იაგო დარსალიამ 34 კილოიანი სულგუნი დაამზადაჩხოროწყუში 34 კილოგრამიანი სულგუნი დაამზადეს – ამის შესახებ საუბარია ჩხოროწყუს მერიის მიერ გავრცელებულ ოგოციალურ ინფორმაციაში.

19 ოქტომბერს ჩხოროწყუს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,კოლხური შემოდგომა“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდა. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ვერავა და ლუდუკ ხასია ესწრებოდნენ.

“ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა დამყარდა ეროვნული რეკორდი, იაგო დარსალიამ 34 კილოგრამიანი სულგუნი დაამზადა, რისთვისაც საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ მუნიციპალიტეტს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი”.

ნიუპოსტი