კომიდან გამოსვლის შემდეგ ბიჭუნამ მამას გაუღიმა

კომიდან გამოსვლის შემდეგ ბიჭუნამ მამას გაუღიმაბრიტანეთში 14 თვის ბავშვი 5 დღიანი კომიდან გამოვიდა, რომლის შემდეგაც მამა იცნო და გაუღიმა. „ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტია. ის ცხოვრების სასწაულია და ჩვენ მისით ისე ვამაყობთ, როგორც არასდროს“ ,- განაცხადა ბავშვის დედამ, – ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მაიკლის მშობლებმა, ემა და სტიუარდ ლაბუშენებმა აღმოაჩინეს 2019 წლის 16 მარტს, რომ მათი შვილი აღარ სუნთქავდა. საავადმყოფოში მისვლისთანავე ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ახალშობილს გული გაუჩერდა, რის შემდეგადაც შეძლეს დეფიბრილატორით მისი სუნთქვის დარეგულირება.

ექიმების გადაწყვეტილებით, ბავშვი მედიკამენტების გამოყენებით ხელოვნურ კომურ მდგომარეობაში გადაიყვანეს, რათა პრევენცია მოეხდინათ ტვინის შესაძლო დაზიანებებისგან.

გამოკვლევების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 14 თვის მაიკლს აქვს გულის ფიბრომა- სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ხელს უშლის გულისთვის სისხლის მიწოდებას. წამონაზარდი 5 სანტიმეტრის ზომისაა, რაც გაცილებით დიდია ვიდრე ბავშვის გული.

ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა იმდენად იშვიათია, რომ დიდ ბრიტანეთში არ არსებობს ქირურგი, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს აღნიშნულ დაავადებას. ბიჭის დედის განცხადებით, მათ ორი არჩევანი აქვთ: დაელოდონ დონორს, რათა მოხდეს გულის გადანერგვა, ან იპოვონ საზღვარგარეთ ისეთი ქირურგი, რომელიც ბავშვს ოპერაციას გაუკეთებს წამონაზარდის მოსაშორებლად.

ნიუპოსტი