ბოსტნეულის რაგუ მეგრული აჯიკით

ბოსტნეულის რაგუ მეგრული აჯიკითინგრედიენტები:

კარტოფილი – 3 ცალი, მოზრდილი
ბადრიჯანი – 3 ცალი
ყაბაყი – 2 ცალი
ხახვი – 1 დიდი თავი
ნიორი – 3 კბილი
პომიდორი ჩერი – 200 გ, ან ჩვეულებრივი, დაჭრილი
მეგრული აჯიკა – გემოვნებით
ოხრახუში და ქინძი
მარილი და პილპილი
ზეთი

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი დავჭრათ კუბებად და მაღალ ცეცხლზე შევწვათ ულუფებად. შემდეგ ყველაფერი ერთად მოვათავსოთ.
ქვაბში დავუმატოთ პომიდორი, პილპილი, მარილი და დაბალ ცეცხლზე ჩავთუშოთ კარტოფილის მომზადებამდე.
ბოლოს დავაჭრათ მწვანილები.

გემრიელია.ჯი