რუსთავი 2 ეთერში 23 სექტემბერს დაბრუნდება – 9 საათიან კურიერს ირაკლი იმნაიშვილი და ნინო შუბლაძე წაიყვანენ

რუსთავი 2 ეთერში 23 სექტემბერს დაბრუნდება - 9 საათიან კურიერს ირაკლი იმნაიშვილი და ნინო შუბლაძე წაიყვანენსამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული ეთერით და საინფორმაციო გამოშვება „კურიერით“ მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განუცხადა.

როგორც სალია აღნიშნავს, ამავე დღეს გავა ეთერში დილის გადაცემაც. ambebi.ge-ს ინფორმაციით, 21.00-საათიან “კურიერს” ნინო შუბლაძე და ირაკლი იმნაიშვილი წაიყვანენ.

ცნობისთვის, საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ ყოფილი წამყვანები, დიანა ჯოჯუა და მიხეილ სესიაშვილი მაყურებელს 20 აგვისტოს დაემშვიდობნენ. მას შემდეგ არხზე საინფორმაციო გამოშვება არ გასულა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი