მიხაელ შუმახერი 6 წლიანი კომის შემდეგ გონზე მოვიდა

მიხაელ შუმახერი 6 წლიანი კომის შემდეგ გონზე მოვიდაფორმულა1-ის ლეგენდარული გერმანელი მრბოლელი და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი შვეიცარიის კლინიკიდან პარიზის კლინიკაში მოათავსეს და იქ გადიოდა მკურნალობას. ახლა კი ფრანგულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით: ,,შუმახერი გონზე მოვიდა”. ახლა მიხაელი ღეროვან უჯრედებზე მკურნალობს და როგორც მისი მკურნალი ექიმი აცხადებს, მალე ყველაფერი ისევ კალაპოტში ჩადგება.

შუმახერს ღეროვანი უჯრედების შესაყვანი ოპერაცია უნდა ჩატარებოდა. საავადმყოფოდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და 11 სექტემბერს ის სახლში, შვეიცარიაში უნდა დაბრუნდეს.

„შემიძლიათ დაგარწმუნოთ, რომ მას ცნობიერება აქვს“- განაცხადა კლინიკაში მომუშავე მედდამ, თუმცა დამატებითი ინფორმაციის გავრცელებაზე უარი განაცხადა.

2013 წელს შუმახერმა სამთო-სათხილამურო კურორტზე სრიალისას თავის უმძიმესი ტრავმა მიიღოც და დიდი ხნის განმავლობაში კომაში იყო.