ირანში 22 წლის მამაკაცის და 11 წლის გოგონას ქორწილი ჩაიშალა

ირანში 22 წლის მამაკაცის და 11 წლის გოგონას ქორწილი ჩაიშალაირანის სასამართლომ გააუქმა 22 წლის მამაკაცის და 11 წლის გოგონას ქორწინება მას შემდეგ, რაც მათი ქორწილის ამსახველი ვიდეო  სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამის შესახებ გამოცემა Rokna წერს.

ბავშვის მშობლების თქმით, ახალშეუღლებულები სრულფასოვან ცოლქმრულ ცხოვრებას გარკვეული დროის შემდეგ შეუდგებოდნენ.

მოსამართლემ ეს ქორწინება მიუღებლად გოგონას ასაკის გამო მიიჩნია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მშობლები ამბობენ, რომ ქორწინება მაინც შედგება, როცა ბავშვი 13 წლის გახდება.

Twitter-ზე ქორწილის ვიდეო ირანელმა ჟურნალისტმა, მასიხ ალინეჯადმა გამოაქვეყნა. კადრებში ჩანდა, რომ გოგონა ტიროდა. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელში ფართო რეზონანსი გამოიწვია.

პრაიმტაიმი