,,ღამის პერანგში ჩაცმულმა გაუღო კარი, მკვლელს იცნობდა” – თემქაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

,,ღამის პერანგში ჩაცმულმა გაუღო კარი, მკვლელს იცნობდა" - თემქაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებითემ­ქა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი 62 წლის სიმა მირ­ზო­ე­ვას ნა­თე­სა­ვე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ და­ნა­შა­უ­ლი ნაც­ნობ­მა ჩა­ი­დი­ნა.

-დი­ლით 10 სა­ათ­ზე და­ვუ­რე­კე და ტე­ლე­ფო­ნი არ აიღო. ამის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თი იყო გა­სუ­ლი და მისი მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვი გა­ვი­გე. რო­გორც ვიცი, სახ­ლში მარ­ტო იყო. მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც დი­ლი­დან სამ­სა­ხურ­ში იყო წა­სუ­ლი – მაკ­ლე­რად მუ­შა­ობს. რო­დე­საც მე ვუ­რე­კავ­დი და არ მი­პა­სუ­ხა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ­ბა­ვიც მა­შინ მოხ­და.

სახ­ლის კარი გა­რე­დან გა­სა­ღე­ბის გა­რე­შეც იკე­ტე­ბა. ალ­ბათ ნაც­ნობ­მა გა­ა­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან ირ­კვე­ვა, რომ კარი სიმა მირ­ზო­ე­ვამ ღა­მის პე­რან­გში ჩაც­მულ­მა გა­ა­ღო. ის უც­ნობს კარს არ გა­უ­ღებ­და, – გა­ნა­ცხა­და სიმა მირ­ზო­ე­ვას ბი­ძაშ­ვილ­მა ზა­ი­რა მირ­ზო­ე­ვამ.

ამას­თან, ნა­თე­სა­ვე­ბი მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად შუ­რის­ძი­ე­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ზა­ი­რა მირ­ზო­ე­ვამ გა­ნუ­ცხა­და, სახ­ლი­დან მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ოქ­რო­უ­ლო­ბაა წა­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ოჯახ­მა ბან­კი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­ი­ტა­ნა.

-ამბობენ, რომ თავი ბასრი საგნით აქვს დასერილი, – ყვებიან მეზობლები.

გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­უღ­ლე ამ­ბობს, რომ ცხე­დარს თა­ვის არე­ში ბას­რი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, ის სკა­მის ჩარ­ტყმით არის მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

თემ­ქა­ზე, მე-11 მიკ­რო რა­ი­ო­ნის 39-ე კორ­პუ­სის მე-6 სარ­თულ­ზე მცხოვ­რე­ბი ქალი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 11:30 სა­ათ­ზე, ქა­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან კვამ­ლი გა­მო­დი­ო­და, რის გა­მოც გა­მო­ი­ძა­ხეს სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი, პა­რა­ლე­ლუ­რად კი გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლეს და­უ­რე­კეს, რო­მე­ლიც სამ­სა­ხურ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

მე­ზობ­ლე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის თქმით, ბი­ნა­ში შე­სულ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს და პო­ლი­ცი­ას ხან­ძა­რი დახ­ვდათ. ქალი კი თა­ვის არე­ში ბას­რი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად იყო გარ­დაც­ვლი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი სიმა მირ­ზო­ე­ვას მე­უღ­ლე პო­ლი­ცი­ამ გა­მო­კი­თხვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა. ცხე­და­რი კი პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

ამბები.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი