დავით კიკალიშვილი მიშა მშვილდაძის ტელევიზიაში გადადის – მასთან ერთად იქნებიან დავით ქაშიაშვილი, დავით ნიკურაძე და ბევრი სხვა

დავით კიკალიშვილი მიშა მშვილდაძის ტელევიზიაში გადადის - მასთან ერთად იქნებიან დავით ქაშიაშვილი, დავით ნიკურაძე და ბევრი სხვასაკვირაო გადაცემა პოსტსკრიპტუმის ყოფილი წამყვანი დავით კიკალიშვილი ტელევიზიას უბრუნდება, თუმცა ის ამჯერად არც რუსთავი 2-ის და არც ახლადშექმნილ მთავარი არხის ეთერში არ გამოჩნდება. წინასწარი ინფორმაციით, საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ კიკალიშვილს მიშა მშვილდაძის ტელევიზია „ფორმულაში“ ვიხილავთ. სხვა კონკრეტული დეტალები ამ დრომდე არ გაჟღერებულა. ახალი არხი მაუწყებლობას ოქტომბრიდან დაიწყებს, საინფორმაციო გამოშვებები კი 5 ოქტომბრიდანაა დაანონსებული.

„ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვებას ელისო ჯარიაშვილი წაიყვანს, რომელიც მანამდე მარგველაშვილის ადმინისტრაციაში მუშაობდა, უფრო ადრე კი „კურიერსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ბოლო ხანს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კვლავ მედიაში გადაინაცვლა და მიშა მშვილდაძის „მესამე“ არხზე პოლიტიკურ გადაცემას ამზადებდა.

ფორმულას მთავარი საინფორმაციო გამოშვება 20 საათზე გავა. საინფორმაციო გამოშვებას, პირველადი ინფორმაციით, ფორმულა ნიუსი ერქმება. ფორმულას საინფორმაციო სამსახურის უფროსად რ2-ის გადაცემების „პოსტსკრიპტუმისა“ და „არჩევანის“ ყოფილი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი დაინიშნა.

რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი ფორმულა კრეატივის ტელევიზიაში იმუშავებს. ქაშიაშვილის განცხადებით, შემოთავაზება მთავარი არხიდანაც ჰქონდა, თუმცა, არჩევანი ფორმულაზე შეაჩერა. ფორმულაში წავიდა კიდევ ერთი ძლიერი ჟურნალისტი სოფო ზურაბიანი.

ფორმულაზე გადავიდა რუსთავი 2-ის დილის და შუადღის გადაცემის გუნდის უდიდესი ნაწილი.. ფორმულაზე გადადიან რუსთავი 2-ის უცხოური ბიუროების ჟურნალისტები: დავით ნიკურაძე, თამარ ნუცუბიძე, ქეთი ნადიბაიძე.

დილის გადაცემა დილა მშვიდობისა საქართველოს გუნდის ნაწილი ფორმულაში გადადის. ამის შესახებ გადაცემის პროდიუსერმა, ლიკა კინწურაშვილმა განაცხადა.

მისი ცნობით, ტელეკომპანია რუსთავი 2 მასთან ერთად დატოვეს გადაცემის მთავარმა წამყვანმა, ეკა სამხარაძემ, სპორტის წამყვანმა, მერაბ ყუფარაძემ და ჟურნალისტებმა: ანი მარღანიამ, გურანდა ავალიანმა, სალომე მომცემლიძემ, თაკო ნოზაძემ და ლაშა ნაკაიძემ. ლიკა კინწურაშვილის თქმით, ის, ეკა სამხარაძე და მერაბ ყუფარაძე ფორმულა კრეატივის ახალ არხზე გადადიან, სადაც კვლავ დილის გადაცემაში იქნებიან.

ინტერმედია