9 საათიან კურიერს ირაკლი იმნაიშვილი და ნინო შუბლაძე წაიყვანენ?

9 საათიან კურიერს ირაკლი იმნაიშვილი და ნინო შუბლაძე წაიყვანენ?AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით “რუს­თა­ვი 2”-ის მთა­ვარ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბას ნინო შუბ­ლა­ძე და ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი წა­იყ­ვა­ნენ.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 9-სა­ა­თი­ა­ნი “კუ­რი­ე­რის” წამ­ყვა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად სწო­რედ ეს ორი სახე გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, უხელ­მძღვა­ნე­ლებს “რუს­თა­ვი 2”-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­საც. ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ წა­რად­გი­ნა.

“მას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ნობს. ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია, რო­მელ­მაც თა­ვი­სი შე­უ­პოვ­რო­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი და­ა­მახ­სოვ­რა. ეს პი­როვ­ნე­ბა არის ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს” – აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა სა­ლი­ამ.

ირაკ­ლი მ­ნა­იშ­ვი­ლი წლე­ბის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნია “მზე­ში” მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი რამ­დე­ნი­მე წლის დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ლონ­დონ­ში ცხოვ­რობ­და და ტე­ლე­კომ­პა­ნია BBC-ში მუ­შა­ობ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ნინო შუბ­ლა­ძეს, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის “რუს­თა­ვი 2”-ში ერთ-ერთ ხელ­მძღვა­ნელ პოსტსაც და­ი­კა­ვებს. შუბ­ლა­ძე “რუს­თა­ვი 2”-ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და, იყო არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თოქ-შოუს წამ­ყვა­ნი. ტე­ლე­კომ­პა­ნია 2014 წელს და­ტო­ვა და მას შემ­დეგ სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ნინო შუბ­ლა­ძეს­თან ვცა­დეთ, მაგ­რამ ბოლო ბოლო დღე­ე­ბის არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის AMBEBI.GE-ს ზა­რებს არ პა­სუ­ხობს. და­ვუ­კავ­შირ­დით ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, თუმ­ცა პა­ა­ტა სა­ლი­ამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცია 9-სა­ა­თი­ა­ნი “კუ­რი­ე­რის” წამ­ყვა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლად უარს ამ­ბობს არხთან და­კავ­ში­რე­ბით სი­ახ­ლე­ე­ბი გა­ავ­რცე­ლოს და ამ­ბობს, რომ აჯო­ბებს, გა­ნახ­ლე­ბულ ეთერს და­ვე­ლო­დოთ:

– ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, რა პრინ­ცი­პით შე­არ­ჩი­ეთ ცხრა­სა­ა­თი­ა­ნი “კუ­რი­ე­რის” წამ­ყვა­ნე­ბად ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი­სა და ნინო შუბ­ლა­ძის წყვი­ლი?

– ვინ გი­თხრათ, რომ გა­და­წყდა? ჩარ­თეთ 9-სა­ა­თი­ა­ნი კუ­რი­ე­რი რო­დე­საც და­ი­წყე­ბა და ნა­ხავთ, მა­ნამ­დე ანონ­სე­ბი­და­ნაც გა­ი­გებთ ვინ იქ­ნე­ბი­ან წამ­ყვა­ნე­ბი. არ გი­დას­ტუ­რებთ, მაგ­რამ რომ ჩარ­თავთ 9-სა­ა­თი­ან კუ­რი­ერს ნა­ხავთ. მე არ გი­დას­ტუ­რებთ და სხვა რა გი­თხრათ?

– ამ ადა­მი­ა­ნებს სხვა პო­ზი­ცი­ებ­ზე მო­ი­აზ­რებ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში…

– ვინ სად მო­ი­აზ­რებს, ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ თქვენ რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ფლობთ თქვე­ნი საქ­მეა და ჩვენ რას გა­ვა­კე­თებთ, ამას ეთერ­ში ნა­ხავთ. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. რო­დის გავა ეთერ­ში გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბადე, ამას გა­ი­გებთ ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან, სა­ი­ტი­დან და ფე­ის­ბუქ-გვერ­დი­დან.

– და­იბ­რუ­ნეთ ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი? პრობ­ლე­მე­ბი გქონ­დათ, რად­გან მისი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი ნო­დარ მე­ლა­ძე იყო…

– დიახ, დაგ­ვიბ­რუ­ნა “ფე­ის­ბუქ­მა”. მას შემ­დეგ რაც წარ­ვად­გი­ნეთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია, შე­უ­წყდა ნო­დარ მე­ლა­ძეს გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რო­ბა და გად­მოგ­ვე­ცა ჩვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა “კუ­რი­ე­რის” სხვა გა­მოშ­ვე­ბებს, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვა­ნე­ბი გუ­რამ რო­გა­ვა და თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძე იქ­ნე­ბი­ან.

რო­გა­ვა “რუს­თა­ვი 2”-ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან ცოტა ხნის წინ გა­და­ვი­და, თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძე, კი რო­მელ­მაც “რუს­თა­ვი 2” რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ტო­ვა, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში ახა­ლი ხელ­ძღვა­ნე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში კვლავ დაბ­რუნ­და.