ვახო ჩაჩანიძე რუსებმა ქართველობის გამო როლიდან მოხსნეს – ,,დაე, ჩამთვალონ მტრად”

ვახო ჩაჩანიძე რუსებმა ქართველობის გამო როლიდან მოხსნეს - ,,დაე, ჩამთვალონ მტრად"მსახიობი ვახო ჩაჩანიძე 20 ივნისის მოვლენების გამო, როგორც ქართველი მსახიობი, რუსეთში დაბლოკეს და როლიდან მოხსნეს.

ვახო ჩაჩანიძე:

– გავრილოვის ღამის შემეგ გადავურეკე პროდიუსერს და გადავამოწმე, რაიმე ხომ არ შეიცვალა-მეთქი? არაო, მითხრა. მეც ჩავლაგდი და მოულოდნელად მირეკავენ – ამ ეტაპზე ქართველი მსახიობისგან თავს შევიკავებთო. წარმოიდგინეთ – იცი, რომ შვიდი თვით მიემგზავრები, განწყობილი, დაგეგმილი ხარ და გაფრენამდე სამი დღით ადრე გატყობინებენ, რომ როლიდან მოხსნილი ხარ!!! მთელი ზაფხული ამოტრიალდა! არ გამკვირვებია. ვიცოდი კიდეც და დავრწმუნდი, რომ რუსები ხელოვნებას, სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთთან აიგივებენ…

გული მწყდება, რომ ასე მოხდა იმ მიზეზით, რომ ქართველი ვარ. მაგრამ არა უშავს, უკეთესები იქნება კიდევ…  ერთი მხრივ, ეს მახარებს კიდეც. თუ როგორც მტერს, ისე მიყურებენ, დაე, ჩამთვალონ მტრად! მე ქართველი ვარ და ყოველთვის ქართველი ვიქნები!..

სერიალის რეჟისორი გახლავთ იური მოროზი, პროდიუსერი კონსტანტინ ერენსკი. ეს გვარები რამეს გეუბნებათ? პუტინის გარემოცვაა…

პრაიმტაიმი

დატოვეთ თქვენი კომენტარი