სოკოს სამარხვო სალათი

სოკოს სამარხვო სალათიბარდა – 200 გ
სტაფილო – 1 ცალი
კარტოფილი – 4 ცალი
დიჟონის მდოგვი – 2 ს/კ
სოკოს კონსერვი
მჟავე კიტრი – 5 ცალი
მარილი და პილპილი – გემოვნებით
მწვანე ხახვი – 1 კონა
მაიონეზი – 200 გ
მზესუმზირის ზეთი – 2 ჩ/კ
მომზადების წესები
კარტოფილი კანიანად მოხარშეთ. ასევე მოხარშეთ სტაფილო. ორივე ინგრედიენტი გაფცქვენით და დააცადეთ გაციება. თეფშს მცენარეული ზეთი გადაუსვით, პირველ ფენად გახეხილი კარტოფილი გადაიტანეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით მაიონეზი.

შემდეგი ფენაა: დაკონსერვებული ბარდა, გახეხილი სტაფილო, მდოგვი, გახეხილი დამარინებული კიტრი, წვრილად დაჭრილი ხახვი და სოკო.

კულინარია.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი