,,საყდრისის განადგურებით მიღებული ოქრო” – 6 თვეში საქართველოდან 4,3 ტონა ოქრო გავიდა

,,საყდრისის განადგურებით მიღებული ოქრო" - 6 თვეში საქართველოდან 4,3 ტონა ოქრო გავიდა2019 წლის პირველ 6 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 32.8 მლნ დოლარის 1.3 ტონა დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-იმ საქსტატიდან გამოითხოვა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ოქროს დიდი უდიდესი ნაწილი – 28 მლნ დოლარის საქონელი შვეიცარიაში იქნა ექსპორტირებული. მცირე რაოდენობით ოქრო გატანილია არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთში.

რაც შეეხება ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკას, 2013 წელს საქართველოდან 73 მლნ დოლარის 4.3 ტონა დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა, 2014 წელს – 39 მლნ დოლარის (2.3 ტონა), 2015 წელს – 62 მლნ დოლარის (3.1 ტონა), 2016 წელს კი – 81 მლნ დოლარის (3.6 ტონა), 2017 წელს – 70.7 მლნ დლარის (3 ტონა), 2018 წელს კი – 69.8 მლნ დოლარის 2.9 ტონა ოქრო იქნა ექსპორტირებული (ავტორი თელარა გელანტია).
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ამ ინფორმაციას სოციალური ქსელით ეხმაურება:
-აი, ეს არის ივანიშვილის მიერ საყდრისისა და ალგეთი განადგურების შედეგად ჩვენი ხალხისგან მიტაცებული ოქრო. რეალურად აღნიშნული რაოდენობა ათჯერ მეტია, რასაც საბაჟო სამსახურები, რა თქმა უნდა, ვერ და არ აფიქსირებენ. რომ არა ლეიბორისტული პარტიის ბრძოლა, ქვემო ქართლის მაგივრად დღეს გვექნებოდა ისეთივე კარიერები, მოჭრილ-მოთხრილი მთები რასაც ვხედავთ ბოლნის-დმანისის რეგიონში.

გაიხსენეთ ჩვენი აღმოჩენილი, მილიონი მოჭრილ-გადამალული საუკუნოვანი მუხები სოფ ჯვარას მიდამოებში, გაიხსენეთ ჩვენი ხელდახელ ბრძოლა ოლიგარქის საოკუპაციო დაცვის სამსახურებთან. ის ძალიან მალე უმკაცრესად აგებს პასუხს ამ ყველაფერზეც”.