ყველაზე სექსუალური მეთევზე – ფოტოები

ყველაზე სექსუალური მეთევზე - ფოტოებიამერიკელი ემილი რიმერი, რომელიც მაიამიში ცხოვრობს, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყველაზე სექსუალურ მეთევზედ აღიარეს.

ემილი ცნობილი ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოებით გახდა, სადაც ის საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი დაჭერილ თევზთან ერთად პოზირებს. ემილის თქმით, თევზაობა მისთვის ვარჯიშს ცვლის და სხეულის ზედა ნაწილის კუნთების გავარჯიშებაში ეხმარება.

რიგით მეთევზეებისგან განსხვავებულად „შემოსილი“ მეთევზე, თავის სექსუალურ ჩაცმულობას ცხელი ამინდს აბრალებს.

-მე ბიკინიში გამოწყობილი იმიტომ კი არ ვთევზაობ, რომ ვინმეს ყურადღება მივიქციო. უბრალოდ ფლორიდაში და მის შემოგარენში ცხელა. ნადავლთან ფოტოს გადაღება ბუნებრივია, უბრალოდ ისე გამოვიდა, რომ მე ამას საცურაო კოსტიუმით ვაკეთებ, – აცხადებს ემილი. მისი თქმით, დიდი თევზის დაჭერის დროს გაწეულ შრომას მისთვის ადრენალინი მოაქვს.

ნიუპოსტი

ყველაზე სექსუალური მეთევზე - ფოტოები