ქალმა 9 თვე ისე ატარა სამი ტყუპი, არ იცოდა, რომ ორსულად იყო

ქალმა 9 თვე ისე ატარა სამი ტყუპი, არ იცოდა, რომ ორსულად იყოსამხრეთ დაკოტას მკვიდრმა, დანეტ გიტსმა მაშინ გაიგო, 34 კვირის ორსული რომ იყო, როცა ადგილობრივ საავადმყოფოში მუცლისა და ზურგის ტკივილით მივიდა. ქალი ფიქრობდა, რომ ეს ქვები იყო თირკმლებში, რადგან მსგავსი რამ ადრეც დამართნია. ექიმებმა კი დაარწმუნეს, რომ მალე იმშობიარებდა და ტყუპის დედა გახდებოდა. კარდიომონიტორმა ორი გულისცემა აჩვენა.

ქალი სასწრაფოდ გაგზავნეს სამშობიარო ბლოკში, სადაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ოპერაციის დროს მან გაიგონა ექიმის სიტყვები: ,,პირველი ბავშვი ბიჭია, მეორე კი გოგო“…  შემდეგ კი წამოიძახა:
,,უფრო მეტიც, მოიტანეთ კიდევ ერთი საბანი, მესამე ბავშვიცაა…“

დანეტს მანამდე ორი შვილი ჰყავდა და ამბობდა, რომ ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა და არც მოძრაობა უგრძვნია მუცელში. მისმა შემთხვევამ გამოცდილი ექიმებიც კი დააბნია. სამი ტყუპის გაჩენა კიდევ ჰო, მაგრამ ის, რომ ქალმა ვერ იგრძნო სამი შვილის მუცელში არსებობა, დაუჯერებლად მოეჩვენათ.

დანეტის მეგობრებმა მისთვის და მისი ოჯახისათვის ფულის შეგროვება დაიწყეს, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა ოჯახს ფეხზე წამოდგომაში.

მშობლები.ჯი