Oscar & the wolf საქართველოში ჩამოდის – ,,მელომანებს მუსიკალური დღესასწაული ელით”

Oscar & the wolf საქართველოში ჩამოდის – ,,მელომანებს მუსიკალური დღესასწაული ელით"საქართველოს მაქს კოლომბის მიერ დაარსებული ბელგიური ჯგუფი Oscar & the wolf ეწვევა.
სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi”-ში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ცნობილი ჯგუფი Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ ჩამოდის.

ბელგიური ჯგუფს Oscar &the wolf საზღვრებს გარეთ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. საქართველოში კი მისი რამდენიმე კომპოზიცია განსაკუთრებით პოპულარულია.

Oscar & the wolf საქართველოში ჩამოდის – ,,მელომანებს მუსიკალური დღესასწაული ელით"ელექტრო პოპის, დრიმ პოპისა და ინდი როკის სინთეზით მუსიკოსმა სრულიად განსხვავებული ჟღერადობა შექმნა, რამაც განაპირობა Oscar & the wolf-ის პოპულარობა. საინტერესოა ისიც, რომ უამრავ ქვეყანას შორის ბელგიურ ჯგუფს ყველაზე დიდი ფან-ბაზა თურქეთში ჰყავს. ამის შესახებ სოლისტმა ერთ-ერთ ინტერვიუშიც ისაუბრა.

Oscar & the wolf-ის ტურნეს ბილეთები თურქეთში ორიოდე კვირაში გაიყიდა, თუმცა მელომანების გარდა ახალგაზრდა მუსიკოსს კიდევ უფრო მაღალი კლასის მსმენელები ჰყავს. მათ შორისაა ბრიტანელი კომპოზიტორ-შემსრულებელი ელტონ ჯონი, რომელმაც 2017 წელს კოლექტივს ბელგიის მონაპოვარი უწოდა.

როგორც Monument-ის დამფუძნებელმა გიორგი კვაშილავამ აღნიშნა:
„მცირე პაუზის შემდეგ Monument-ის გუნდი აგრძელებს ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულო ღონისძიებისთვის სამუშაო საქმიანობას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს დაბადების დღეზე, 12 ოქტომბერს, Monument-ის ეგიდით საქართველოში ჩვენთვის სიმბოლური არტისტი Oscar & the wolf ჩამოვა. ბელგიური ჯგუფი, რომელიც საქართველოს შარშან სწორედ 12 ოქტომბერს ეწვია და ქართველი მსმენლისგან დიდი მოწონება და სიყვარულიც დაიმსახურა. ვფიქრობთ, მელომანებს წინ ნამდვილი მუსიკალური დღესასწაული ელით“.