ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო შუბლაძეს: ,,მე ახლა უნდა მოვყვე, რას ნიშნავს სახის დაკარგვა”

ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო შუბლაძეს: ,,მე ახლა უნდა მოვყვე, რას ნიშნავს სახის დაკარგვა"ნინო შუბლაძის პოსტს, სადაც ის წერს, რომ ,,რუსთავი2″-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობის დაკავებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია,  ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება.

,,მე ახლა უნდა მოვყვე, რას ნიშნავს სახის დაკარგვა.

წლები რომ თანაცხოვრობ ადამიანებთან, მეგობრობ, ახლობლობ, დღესასწაულებს ერთად ატარებთ. გარდა იმისა, რომ მათ პიარს აკეთებ და უცებ, 2012 წელს ფერს ისე იცვლი, რომ იგივე ჟანრში ცხოვრობას იწყებ ახალ ხელისუფლებასთან. ივიწყებ ყველას, ვისთანაც გიმეგობრია, უფრო მეტიც, ტელეფონზე არ პასუხობ შენს მეგობარს, რომელსაც სუს-ი პარავს თანამშრომლებს და არ პასუხობ იმიტომ, რომ ვერ უტეხავ ახალ ხელისუფლებას, რომელსაც ამის გამჟღავნება არ სურს.

სახის დაკარგვაა მეგობრის ასეთ განსაცდელში დატოვება და სახის დაკარგვაა მეგობრისთვის კურიერის აბუნტება (დეტალებს არ დავწერ).

სახის დაკარგვაა, მეგობარს რომ გიჭერენ და პროცესზე არ მიდიხარ, ხელისუფლებას რომ არ ეწყინოს.

სახის დაკარგვაა, 7 წელი ჯერ ნაცების პიარს რომ აკეთებ და შემდეგ ქოცების.

სახის დაკარგვაა, როცა ყველა ხელისუფლებისთვის ხიდი ხარ ნიუსში.

სახის დაკარგვაა, როცა ამის შემდეგ მიდიხარ იმ სამსახურში, რომელიც შენი ყოფილი თანამშრომლების გაშავებითაა დაკავებული.

და გულის დაკარგვაა, როცა შენი მეგობრების სამარცხვინოდ გაყრის შემდეგ სალია მიდის ნიუსრუმში და ამბობს, რომ მზად ხარ, მიხვიდე თუ გუნდი მიგიღებს.

ბუმერანგია, რომ გუნდი მიღებაზე უარს ამბობს.

p.s. მე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დავდე სტატუსი, რომ არ დავინდობდი არავის, ვინც ამ გადამწყვეტ ბრძოლაში კრემლის მხარეს დადგებოდა. ვინც ბოლომდე გაარუსებდა არხს, რომელიც პროდასავლურ ღირებულებებზე  ძალიან ღირსეულმა ადამიანებმა შექმნეს.

მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვინც არ უნდა მივიდეს არხზე, მოუწევს ნანგრევებში მისვლა.

ყველამ და ღირსეულებმა ბიძინას ტელევიზიაში მუშაობაზე უარი თქვეს.

ჩვენი ფილმი დასრულებულია.
გიტოვებთ მოსფილმს”,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.