ნინო შუბლაძის პირველი კომენტარი – ,,სალამი სახედაკარგულებსაც… ალბათ ამ შოკიდანაც გამოვალ”

ნინო შუბლაძის პირველი კომენტარი – ,,სალამი სახედაკარგულებსაც... ალბათ ამ შოკიდანაც გამოვალ"ნინო შუბლაძე პირველ კომნტარს აკეთებს და ფეისბუქში წერს:

,,სალამი ყველას, სახედაკარგულებსაც!

პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი 2-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ …
მეორე დღეა, ვუყურებ სრულ ისტერიკას …ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ …

ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის, არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად … არც ახლა გადავალ ამ ზღვარს….

ამიფეთქდა ტელეფონი – თქვენი პიროვნული გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა – საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს”.