მაყვლის კეტჩუპი ია ძაგანიას რეცეპტით

მაყვლის კეტჩუპი ია ძაგანიას რეცეპტითმაყვლის კეტჩუპი მასტერშეფში გამარჯვებულ ია ძაგანიასგან. მის მოსამზადებლად 70 წუთი დაგჭირდებათ. ია ძაგანიამ ეს რეცპტი  ექსკლუზიურად ,,პლანტასთვის” შექმნა.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ვარდისფერი პომიდორი – 1 კგ;
მაყვალი – 400 გრ;
ანისის ვარსკვლავი – 1 ცალი;
მიხაკი – 1 ცალი;
შაქარი – 100 გრ;
ცხარე წიწაკა – 1 ცალი;
ძმარი – 350 მლ;
მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

პირველ რიგში, დავჭრათ პომიდორი და მაყვალი კუბებად და მოვთუშოთ ნელ ცეცხლზე ხუთი წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ერთი ცალი მიხაკი, ერთი ცალი ანისის ვარსკვლავი და შევაზავოთ ცხარე წიწაკითა და მარილით. შემდეგ კი დავუმატოთ 350 მლ. ძმარი. ნელ ცეცხლზე ვურიოთ ერთი საათის განამვლობაში. გადავწუროთ და გავაცივოთ.

პლანტა

დატოვეთ თქვენი კომენტარი