ინგა გრიგოლია: ,,თქვე ჩლუნგებო! ამ ბრძოლას მოვიგებთ!”

ინგა გრიგოლია: ,,თქვე ჩლუნგებო! ამ ბრძოლას მოვიგებთ!"ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანიების მიმართ განვითარებულ მოვლენებზე წერს:

,,რუსთავი 2″-ის ,თემის პირწმინდად წაგების შემდეგ მეორე დილასვე რომ ტვ ,პირველის” დამფუნებლის მამას ბრალის წარსადგენად იბარებ (აქამდე არავის მოსვლია თავში ბრალის წარდგენა), საქმეზე, რომელიც 11 წლის წინანდელია და რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული, სხვა არაფერია, თუ არა გადაწყვეტილება – ემ, ბიჭო, ახალი სეზონის დაწყებამდე ბარემ ტვ ,,პირველსაც” მოვუგრიხოთ კისერიო.

ჰოდა, ვაი თქვენს პატრონს, თქვე ჩლუნგებო, თქვენა. სათითაოდ ჩამოგითვალოთ სულ ახლახან მომხდარი ამბები, რომლებიც გამოძიებული არ გაქვთ? ამ ბრძოლას კი მოვიგებთ, თანაც ძალიან დიდი უპირატესობით, მაგრამ თქვენ რომ ჩლუნგები ხართ, საბოლოოდ დავრწმუნდი, ჩრდილოეთ კორეა კი გინდათ, მაგრამ ვერ მოსწრებით!..

დიახ, რაც არ უნდა იჩალიჩოთ, მაინც დავრჩებით გავლენების მიღმა მოვლენების შუაგულში. სულ რომ გაიხეთ შუაში, თქვენი ზონდერ-ტროლებისგან შემდგარი სპეცრაზმით დისკრედიტაციის და ტალახის ომი რომ მოაწყოთ, მაინც ვერ მოერევით ტვ ,,პირველს”.

ვატო წერეთელი: ,,ტვ ,,პირველს” ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა”