გიორგი პავლიაშვილი ბოშებმა ცემით მოკლეს – ,,ათობით ბოშა ურტყამდა ერთ ქართველს”

გიორგი პავლიაშვილი ბოშებმა ცემით მოკლეს - ,,ათობით ბოშა ურტყამდა ერთ ქართველს"ესპანეთში ბარსელონაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 30 წლის ქართველი მამაკაცი დაიღუპა. ირკვევა, რომ ამ სისხლიანი ტრაგედიის მსხვერპლი 30 წლისგიორგი პავლიაშვილია, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ესპანეთში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

გიორგი პავლიაშვილის ახლობელი:

– ჩვენი ღიმილის ბიჭი იყო. უფრო მოსიყვარულე და ერთგულ ადამიანს გვერდით ვერავინ ინატრებს. საოცარი სულიერი სამყარო ჰქონდა: საქართველოს მთები და ტბები სულ საკუთარი ფეხით ჰქონდა მოვლილი. გიჟდებოდა ჩვენს ეკლესია-მონასტრებზე… გიორგის ბიძაშვილი, ისიც სულ ახალგაზრდა, ვანიკო კვალიაშვილი 9 აგვისტოს დაიღუპა აგვისტოს ომში.
გიორგის მშობლები ათეული წლების წინ წავიდნენ ესპანეთში, თითქოს ცხოვრება აიწყვეს და უნდოდათ, რომ შვილებიც წაეყვანათ. გიორგის და ადრევე წავიდა და ესპანეთში მიიღო უმაღლესი განათლება, მაგრამ გიორგი არ წავიდა, – სამშობლოში უნდა ვიცხოვროო. სკოლაც თბილისში დაამთავრა და უნივერსიტეტიც. ოჯახიც აქ შექმნა, უკვე 10 წლამდე გოგონა ჰყავს…

ესპანეთში მაშინ წავიდა, როცა იძულებული გახდა, როცა ნახა, რომ ფეხი ვერსად მოიკიდა, ოჯახიც დაენგრა და გაქცევის გარდა თითქოს გზა აღარც დარჩა.

– ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზად ნარკოტიკები სახელდება. როგორც წერენ, გიორგიმ და მისმა ახლობელმა კიდევ ერთმა ქართველმა ნარკოტიკის ბოშა რეალიზატორებს ცუდი ხარსიხის ნარკოტიკის მიყიდვის გამო დაუწყეს ჩხუბი. ბოშები კი ერთმანეთს დაეხმარნენ და გიორგის ჩხუბში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს…
– ზუსტად რატომ მოხდა ჩხუბი, არავინ იცის, გიორგის ვინც იცნობდა, იცის, რომ ჩხუბის დროს მარტო არავის დატოვებდა და მეგობრის გამო თავს შეაკლავდა მოწინააღმდეგეს.

როგორც ამბობენ, ათობით ბოშა ურტყამდა 2 ქართველს, გიორგი იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, ვერაფერი უშველეს, სამწუხაროდ… ახლა სამუდამოდ მიაბარებს საქართველოს თავის სხეულს.

კვირის პალიტრა

დატოვეთ თქვენი კომენტარი