დღეს ევროპა გიორგი გაგნიძეს პირდაპირ ეთერში მოუსმენს

დღეს ევროპა გიორგი გაგნიძეს პირდაპირ ეთერში მოუსმენსდღეს, 3 აგვისტოს ოპერის მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი დღეა. 20:55-ზე ევროპის უმთავრეს კულტურის არხზე Arte.tv-ისა და იტალიურ არხ Rai 5-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა ფესტივალი ღია ცისქვეშ ,,მატერა 2019″.

ნეაპოლის ,,სან-კარლოს” თეატრთან ერთად ფესტივალზე მიიწვიეს ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე. პირდაპირ ეთერში წარადგენენ პიეტრო მასკანის ოპერას ,,სოფლის პატიოსნება”. სპექტაკლში ალფიოს როლს ქართველი ბარიტონი ასრულებს.

უძველეს ქალაქ მატერას იუნესკო-მ ევროპის 2019 წლის კულტურული ქალაქის წოდება მიანიჭა.

მატერა უძველესი და ულამაზესი ქალაქია სამხრეთ იტალიაში. მისი მღვიმის სახლები კლდეში სხვადასხვა ცივილიზაციამ ამოკვეთა სხვადასხვა საუკუნეში. ისინი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაცარიელდა.
,,ჰაერი და სინათლე მღვიმეში მხოლოდ კარიდან აღწევდა, ზოგიერთ მათგანს კი კარიც არ ჰქონდა. ამ მიწურისკედლებიან შავ ხვრელებში გაცვეთილი საბნები და ძონძები ეყარა. იატაკზე იწვნენ ძაღლები, თხები, ცხვრები, გოჭები. ყყველა ოჯახი ასეთ გამოქვაბულში ცხოვრობდა, სადაც ყველას ერთად ეძინა: მამაკაცებს, ქალებს, ბავშვებსა და ცხოველებს”, – წერდა კარლო ლევი თავის წიგნში “ქრისტე ებოლიში შეყოვნდა”, რომელიც მაშინდელ მატერაში არსებულ სიღატაკეს აღწერდა.
წიგნის გამოცემის შემდეგ მატერას პრობლემა უმალ გადაიქცა ,,ერის სირცხვილად” და 1952 წელს ხელისუფლებამ გამოქვაბულების ქალაქიდან 15 ათასზე მეტი მცხოვრები გადაასახლა ახალ კვარტალებში.

ბევრ მათგანს ქალაქის დატოვება არ სურდა და მაშინ მთავრობამ მღვიმის შესასვლელები ცემენტით ამოქოლა. 40 წლის შემდეგ სასო-კავეოზოს, სასო-ბარიზანოსა და ჩივიტუს რაიონები, სადაც უძველესი ქალაქი-მღვიმეები შემორჩა, იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს. მატერა მნახველებს თავისი გასაოცარი სილამაზით ატყვევებს – (ფოტოებზე გიორგი გაგნიძე ოჯახთან ერთად).

დღეს ევროპა გიორგი გაგნიძეს პირდაპირ ეთერში მოუსმენს დღეს ევროპა გიორგი გაგნიძეს პირდაპირ ეთერში მოუსმენს დღეს ევროპა გიორგი გაგნიძეს პირდაპირ ეთერში მოუსმენს დღეს ევროპა გიორგი გაგნიძეს პირდაპირ ეთერში მოუსმენს