ალენ დელონი გარდაიცვალა – ,,ამ ქვეყანას სინანულის გარეშე ვტოვებ”

ალენ დელონი გარდაიცვალა - ,,ამ ქვეყანას სინანულის გარეშე ვტოვებ"უცხოური მედიის ინფორმაციით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა. ის რამდენიმე თვის წინ ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს კლინიკაში. ინსულტი რამდენჯერმე განმეორდა. სამწუხაროდ, ექიმებმა 83 წლის მსახიობის გადარჩენა ვერარ შეძლეს.

ალენ დელონი ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა. 2 წლის წინ მას ბარძაყის არტერიაზე ოპერაცია ჩაუტარდა. მსახიობს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის პრობლემები ჰქონდა.

მაშინ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დელონის ავადმყოფობა მისი ყოფილი მეუღლის, მირეი დარკის გარდაცვალებას დაუკავშირა.

ფრანგი ვარსკვლავი გუშინ პარიზში, ამერიკულ კლინიკაში გარდაიცვალა.

-მე მძულს ამ ეპოქის ადამიანები, აქ ყველაფერი ყალბია, არაფრის პატივისცემა აღარ არსებობს, დაპირებულს აღარავინ ასრულებს. ერთადერთი – ფულს აქვს მნიშვნელობა.

ყოველდღე, დილიდან ღამემდე მხოლოდ დანაშაული გვესმის, როცა ჩემი აღსასრულის დრო მოვა, ზუსტად მეცოდინება, რომ ამ ქვეყანას სინანულის გარეშე ვტოვებ, – ამბობდა ალენ დელონი.

ალენ დელონი მსოფლიომ ტყუილად დაიტირა, ოჯახმა theweeklyobserve-ის ინფორმაცია უარყო

დატოვეთ თქვენი კომენტარი