ზესტაფონში პანიკაა – ,,წუთებში გარდაიცვალა ცოლის და მთელი სოფლის თვალწინ”

ზესტაფონში პანიკაა - ,,წუთებში გარდაიცვალა ცოლის და მთელი სოფლის თვალწინ"ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნის სოფ­ლებ­ში პა­ნი­კაა – ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, რა­ი­ონ­ში წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ი­მა­ტა კრა­ზა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ. მათი მტკი­ცე­ბით, 2 ზრდას­რუ­ლი მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სწო­რედ კრა­ზა­ნის ნაკ­ბენს მოჰ­ყვა.

ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, კრა­ზა­ნის კბე­ნი­დან 20 წუთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა სო­ფელ ბოს­ლევ­ში მცხოვ­რე­ბი 45 წლის გა­ი­ოზ ჭუმ­ბუ­რი­ძე და სო­ფელ ცხრაწყა­როს მკვიდ­რი 65 წლის ავ­თან­დილ კვა­რა­ცხე­ლია.

ეჭვი აქვთ, რომ მწე­რის ნაკ­ბენ­მა გა­მო­იწ­ვია სო­ფელ სა­ქა­რა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ 6 თვის ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბაც.

ლია ჭუმ­ბუ­რი­ძე, გარ­დაც­ვლი­ლი გა­ი­ოზ ჭუმ­ბუ­რი­ძის და:

– 16 ივ­ლისს ჩემს ძმას სო­კოს კრე­ფის დროს და­ესხნენ კრა­ზა­ნე­ბი, სა­წყა­ლი გა­მო­იქ­ცა, მაგ­რამ რას გა­ექ­ცე­ვი კრა­ზა­ნას. ერ­თდრო­უ­ლად სამ­მა უკბი­ნა, ნაკ­ბე­ნი ჰქონ­და კი­სერ­ზე, ხელ­ზე და ბეჭზე. გა­უ­კე­თეს დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, და­ა­ლე­ვი­ნეს კი­დეც სხვა ან­ტი­ა­ლერ­გუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. წუ­თებ­ში შე­შუპ­და, მე­უღ­ლის და მთე­ლი სოფ­ლის თვალ­წინ გარ­და­იც­ვა­ლა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და რომ მო­ვი­და, უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

– თქვე­ნი ძმა ალერ­გი­უ­ლი იყო?

– არ ყო­ფი­ლა, ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და. 45 წლის ჯან-ღო­ნით სავ­სე კაცი იყო. მთე­ლი სო­ფე­ლი შე­ში­ნე­ბუ­ლია, ჯი­ბე­ში ყვე­ლას დექ­სა­მე­ტა­ზო­ნის ამ­პუ­ლე­ბი უდევს.

იქ­ნებ გვიშ­ვე­ლოს ვინ­მემ, ყუ­რა­დღე­ბა მოგ­ვაქ­ცი­ონ, გა­რეთ მშვი­დად ვე­ღარ გავ­სულ­ვართ. ოთახ­შიც არ ვართ უსაფრ­თხოდ, 30 ცალი მოვ­კა­ლით ერთ სა­ღა­მოს. სა­შინ­ლად არი­ან გამ­რავ­ლე­ბუ­ლე­ბი. ჩვე­ნი სახ­ლის კე­დელ­ზე ორი ბუდე აქვთ, ბუ­დო­ბენ ხე­ებ­ზეც. ჩემს ძმას ვე­რაფ­რით და­ვეხ­მა­რეთ და იქ­ნებ სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა და გაფრ­თხი­ლე­ბა მა­ინც შევ­ძლოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა მოხ­დეს, რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ დაკ­ბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რომ ასე­თი მძი­მე შე­დე­გი არ დად­გეს.

გარ­დაც­ვლი­ლი 65 წლის ავ­თან­დილ კვა­რა­ცხე­ლი­ას მე­უღ­ლე:

-16 ივ­ლისს დი­ლის 8 სა­ათ­ზე გა­ვი­და ში­ნი­დან, თხი­ლის ბაღ­ში წა­ვი­და, ბა­ლა­ხის გა­საგ­ლე­ჯად, მაგ­რამ მა­ლე­ვე, წუ­თებ­ში დაბ­რუნ­და, მი­ზე­ზი რომ ვკი­თხე, მი­თხრა, კრა­ზა­ნებ­მა დამ­კბი­ნე­სო – პე­რან­გის ქვეშ შე­უძ­ვრნენ და რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას უკბი­ნეს. მა­შინ­ვე მი­ვე­ცი დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, მაგ­რამ მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­უ­შავ­და სხე­უ­ლი და ვე­ღა­რა­ფე­რი ვუშ­ვე­ლეთ. წელს ძა­ლი­ან ბევ­რი კრა­ზა­ნაა.

..

ზესტაფონელები ამბობენ, რომ ბავშვებს ეზოში სათამაშოდ ვეღარ უშვებენ. სოფელ კვალითის მკვიდრს კრაზანამ ხელზე უკბინა, მაშინვე მიიღო დექსამეტაზონი, ანტიალერგიული პრეპარატი და დახმარებისთვის კლინიკასაც მიმართა. ის ,,კვირის პალიტრასთან” ყვება:

“ჩემს სოფელში დღე არ გავა ვინმე რომ არ დაკბინოს კრაზანამ, დექსამეტაზონსაც კი ვერ ვშოულობთ, დეფიციტშია”.”
როგორც აღმოჩნდა, ზესტაფონში მდებარე აფთიაქებში გაზრდილი მოთხოვნის შედეგად მართლაც იყო დექსამეტაზონის დეფიციტი, ეს ინფორმაცია ადგილობრივი აფთიაქების ფარმაცევტების ნაწილმაც დაადასტურა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს:
-კრაზანები იკბინებოდნენ და იკბინებიან ყველგან, მთელ მსოფლიოში. კრაზანის შხამი არ კლავს, კლავს ალერგია, როცა ალერგიულია ადამიანი. წელიწადში გარდაცვალების ერთი-ორი შემთხვევა, სამწუხაროდ, ხდება საქართველოშიც. გაცილებით უარესი მდგომარეობაა, მაგალითად, ამერიკაში, სადაც ათასობით ადამიანი იღუპება.
– ანუ პანიკის საფუძველი არ არსებობს?
– კრაზანა შეიძლება წელს ზესტაფონში იკბინებოდეს, მომავალ წელს სხვაგან… აი, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ იყო სამეგრელოში გარდაცვალების შემთხვევა, იმის წინ იყო გურიაში.
თუ ვინმეს ჰქონდა მწერის წინა ნაკბენზე (არ არის აუცილებელი, კრაზანის ნაკბენი ყოფილიყო) მძიმე ალერგიული რეაქცია, მომდევნო ნაკბენმა შეიძლება ძალიან მძიმე რეაქცია გამოიწვიოს. ამიტომ ასეთ ადამიანს სულ თან უნდა ჰქონდეს ანტიალერგიული წამლები.

– ამის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრები არ გაქვთ მოსახლეობასთან? 

– ჩვენ ვებგვერდზე ყველაფერი დევს.
კვირის პალიტრა (ფოტოზე გაიოზ ჭუმბურიძე)