ზალიკო ბერგერი: ,,გია სურამელაშვილმა კოშმარად მიქცია ის დღეები”

ზალიკო ბერგერი: ,,გია სურამელაშვილმა კოშმარად მიქცია ის დღეები"დადის ხმები, რომ დიზაინერი ზალიკო ბერგერი და მომღერალი გია სურამელაშვილი ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან. სიმართლეა თუ არა ეს, ზალიკო ბერგერი ჟურნალ ,,სარკეს” პასუხობს:

– გია სურამელაშვილთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს, ის ხალხს ძალიან უყვარს და უდაოდ დიდი ვარსკვლავია, მაგრამ ძალიან მძიმე ხასიათი აქვს. მე საერთოდ ცხოვრებაში გიჟების მაგნიტი ვარ და ყველას ვიზიდავ. საზღვარგარეთ ვიყავით ერთად გასტროლებზე. ისე დამღალა, რომ კოშმარად მიქცია ის დღეები. ვისაც ჩემი სიმთვრალე უკვირს, თქვენ უნდა ნახოთ მისი ქეიფები. არაფერი ათრობს და ღამეებს ათენებს სუფრასთან. ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ ძნელი გასაძლები კი არის.

ჟურნალი სარკე