,,ვკანკალებ, ათენში ისეთი მიწისძვრა მოხდა, ყველაფერი ძირს ყრია” – შეშინებული ემიგრანტები ერთმანეთის ამბებს კითხულობენ

,,ვკანკალებ, ათენში ისეთი მიწისძვრა მოხდა, ყველაფერი ძირს ყრია” - შეშინებული ემიგრანტები ერთმანეთის ამბებს კითხულობენსაბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტები შეშინებულები არიან. მათი თქმით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,1 ბალი იყო.

,,ისეთი მიწისძვრა იყო, ახლა მთლიანად ვკანკალებ. როგორ ხართ, ათენის ემიგრანტებო?”, ,,გულგახეთქილი ვარ, სახლში ყველაფერი ძირს ყრია”, ,,ჯერ ხომ მზე გაქრა ერთი კვირა, დღეს ძლივს გამოანათა და ახლა კიდევ მიწისძვრა…”, ,,მთლად ვკანკალებ, თავზე მაყრია ყველაფერი’’, ,,სალონიკში არ მიგრძვნია”, – წერენ ქართველი ემიგრანტები. ბიძგები გრძელდება.