ვერიკო ტურაშვილი: ,,ჩემი სიმღერის ტექსტი ამიხდა… ქმრის გარდაცვალებამ სხვა ადამიანად მაქცია”

ვერიკო ტურაშვილი: ,,ჩემი სიმღერის ტექსტი ამიხდა... ქმრის გარდაცვალებამ სხვა ადამიანად მაქცია",,17 წლის ვიყავი, როცა პირველი გიჟური პოპულარობა მომიტანა სიმღერამ “მიდიან დღეები”, რომელიც აჩიკო მეფარიძეს პირველ სოლო კონცერტზე შევასრულე”, – ყვება მომღერალი ვერიკო ტურაშვილი ,,კვირის პალიტრასთან” თავისი კარიერის დასაწყისზე.

-აჩიკო თავის პირველ ალბომზე მუშაობდა, როცა მე როგორც ბექვოკალი  მივედი, გავიცანით ერთმანეთი და ძალიან მალე დუეტის ჩაწერა შემომთავაზა. 2003-ში იყო კლიპი “წვიმა მოგონებებს ასველებს”. მაშინდელი ჰონორარი დღევანდელზე 3-ჯერ ან 5-ჯერ მეტი იყო. შეგეძლო ისე გეცხოვრა, როგორც მაშინდელ “ვარსკვლავობას” შეეფერებოდა.

უამრავი კონცერტი იმართებოდა, შემდეგ კომპანია “არტ იმედი” ჩამოყალიბდა და ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც კონტრაქტი გააფორმა.

მერე შოუბიზნესზე მეტად სხვა რაღაცებმა წამოიწია წინ, პოლიტიკა და პოლიტიკოსები გახდნენ ვარსკვლავები. მე მიმღერია სხვადასხვა საარჩევნო კონცერტზე, მაგრამ არასდროს გამოვსულვარ პოლიტიკური ლოზუნგებით, მიმღერია საარჩევნო კლიპშიც. ძალიან ბევრი ვიცი, მათ შორის მეც, როდესაც დიდხანს ვერაფერს აკეთებ, გარდა საარჩევნო კონცერტებზე გამოსვლისა, იმიტომ, რომ ქვეყანაში სხვა არაფერი ხდება, რა უნდა ქნას მომღერალმა?
ყოველთვის გავურბივარ საარჩევნო ლოზუნგებით გამოსვლას. რა თქმა უნდა, პირადი სიმპათიები მაქვს, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკებ…

ჩემს პირველ სიყვარულს რომ შევხვდი, 20 წლის ვიყავი. 5 წელი ვიყავით ერთად, მის გარდაცვალებამდე. ჩემი ნამღერი სიმღერის ტექსტები ამიხდა, მაგალითად, როცა “წვიმა მოგონებებს ასველებს”, თუ ტექსტს დაუკვირდებით, ნამდვილად ამიხდა. მეუღლის გარდაცვალებამ სხვა ადამიანად მაქცია, ეს რომ არა, შეიძლება არ ვყოფილიყავი ასე ძლიერი. ვიცი, რომ თუ არ გავაკეთებ რამეს ჩემი შვილებისთვის, ოჯახისთვის, სხვა ვერავინ გამიკეთებს (ქვემოთ ვიდეორგოლი სიმღერის ,,წვიმა მოგონებებს ასველებს”.

კვირის პალიტრა